ბოლო ამბები
06/10/2025

გვსურს განვაახლოთ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით – ირაკლი კობახიძე

გაზიარება

ჩვენ გავუგზავნეთ დონალდ ტრამპს როგორც ღია, ისე დახურული წერილები და საერთო სულისკვეთება იყო ამ წერილებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ აშშ-სთან გვსურს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, გვსურს განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ დახურულ წერილს შეეხებოდა.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება ჯანსაღი დამოკიდებულება, განახლდება სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღი ფორმით, ეს არის ჩვენი სურვილი, ველოდებით ამერიკულ მხარეს,“– განაცხადა პრემიერმა.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა