ამ დიქოტომიაში ბიძინას ყოველთვის აქვს მოგების მეტი შანსი – შალვა რამიშვილი

227
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე საუბრობს.

“წაგების შემდეგ ლუზერთა საბჭომ ანუ “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” რომელიც თითოკაციანი პარტიებისგან შედგება დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ბოსი მიშას გადაწყვეტილებას საერთო-სახალხო დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინა.

2016 წლის ამბავი მეორდება, როცა არჩევნების წაგება რაღაც პონტში დაბრალდა მიშას აქტივობას და ამიტომ ნაცები დაიშალნენ. არადა დებილი ვაშაძის ხმები ძირითადად მიშას და მისი კუთვნილი პროპაგანდისტული მანქანის – რ2 ის დამსახურებაა.

ზოგადად ნაცების დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბოროტი მშიშარა ჩიტი მიშასთვის მიუღებელი/გაუგებარი ორი რამ აღმოჩნდა:

1) არ წავა შენი გუნდის არც ერთი წევრი რევოლუციაზე თუ შენ, ბელადი, უსაფრთხოდ ხარ შეყუჟული ევროპებში!

2) ქართული საზოგადოების შენდამი ზიზღი იმდენად დიდია, რომ ის (ზიზღი) არის შენი მოწინააღმდეგეების მაკონსოლიდერებელი ფაქტორი!

ამ არჩევნებმა “ოცნება” მილიონ რამეზე უნდა დააფიქროს. თუმცა რაღაც პონტში ზოგიერთი რამ გაუადვილდა.
მაგ. თუ ადრე ნაც. ანასხლეტები იფიცებოდნენ, რომ მიშას გუნდში აღარ არიან და რაღაც მესამე ძალას წარმოადგენენ, ახლა ამ სისულელის გაყიდვა გაუჭირდებათ.

მიშამ ყველა მიიწება… დაჟე გაფარჩაკებული რესპებიც კი (ამან დიდი ელექტორალური ხეირი არ მოუტანა ჩემი აზრით). ეს რა თქმა უნდა ამ ქაოტური მასის (“გაერთიანებული ოპო”) წინააღმდეგ ბრძოლას აადვილებს. შუა კვლავ გაიკრიფა და პოლიტიკური პროცესიც ისევ “ბიძინა ვიეს მიშას” გარშემო განვითარდება. ამ დიქოტომიაში კი ბიძინას ყოველთვის აქვს მოგების მეტი შანსი.”– წერს შალვა რამიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE