განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გამოეხმაურა. როგორც შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი შეცდა, როდესაც კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, რადგან ის არ არის ქარიზმატული ლიდერი და როგორც ნათელაშვილი ამბობს,  ჩაქრა.

“აი, რა შედეგი მოიტანა საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევისას დაშვებულმა შეცდომამ, როდესაც მე ვეუბნებოდი მიხეილ სააკაშვილს და გაერთიანებულ ოპოზიციას, რომ ვაშაძე ვერ გაქაჩავს ქარიზმატული ლიდერის როლს და ის ჩაქრება კრიტიკულ ეტაპზე. აი რა შედეგი მოიტანა იმან, რომ არ დამიჭირეს მხარი თავიდა და ფაქტობრივად, ქვეყანა დაუტოვეს ოლიგარქს საჯიჯგნად და საგლეჯად”– განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

 

თქვენი კომენტარი?