გადავხედე ამბებს და შევწუხდი – სოსო მანჯავიძე

370
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სოსო მანჯავიძე


“არ ვადევნებდი ჩვენს საინფორმაციო სივრცეს სადღესასწაულო განწყობის მოშხამვის შიშით. გუშინ გადავხედე ამბებს და შევწუხდი. გვარამია-სააკაშვილის დუეტის შესახებ უნდა ითქვას, რომ ეს ერთი შეშლილი რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყო ცხრა წელი და მეორე კი – განათლების მინისტრი, პროკურორი და ყველაზე დიდი მედიის ხელმძღვანელი ხომ ერთი უბედურებაა და ამათ რომ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ და თანაც მხარდამჭერები ჰყავთ, ეს მეორე.

მამუკა ხაზარაძეზე თავიდან მაშინ შევეჭვდი, როცა პრინტერიდან ამობეჭდილი ფურცელი მოიტანა ნივთმტკიცებად და მერე ლონდონში გააგზავნა ექსპერტიზაზე.
გუშინ ჩემი ყველაზე ცუდი წინათგრძნობა გამართლდა, ბატონი მამუკაც აშკარად არაადეკვატურობაშია ჩავარდნილი.

ანუ, თუ რამე გზას გავიყვანთ ყაზბეგისკენ,რაჭისკენ ან სხვაგან სადმე – ეს რუსეთის ინტერესებშია ვინაიდან რუსულ ტანკებს ახალ გზებზე მოძრაობა გაუადვილდებათ.
ეს იმ სიუჟეტიდანაა,სააკაშვილი თხრილებს რომ თხრიდა და ასეული მილიონები ჩამოწერა ძოტების აშენებაში მცხეთასთან.

კითხვა რომ შევუტრიალოთ ბატონ მამუკას – იქნებ სწორედ ანაკლიის პორტი არის რუსეთის ინტერესებში.რომ იქ თავისი შავი ზღვის ახალი ბაზა გააკეთოს შავი ზღვის ფლოტისათვის? თანაც ისე,რომ კაპიკიც არ დახარჯოს?

რატომ აშანტაჟებს ის საქართველოს მთავრობას,რომ გარანტიები გასცეს წამგებიან პროექტზე,რომელზეც არ არსებობს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება?
და კიდევ-საქართველოს მთავრობას ,ეტყობა,უჭირს აღიარება,რომ სერიოზული საბიუჯეტო ხარჯვები ამ მიმართულებით,იყო,რბილად რომ ვთქვათ,შეცდომა.
თავიდანვე ვამბობდი,რომ ტვირთები არ არის და არც მისი გაზრდის პერსპექტივაა ისეთი,რომ პროექტი მომგებიანი გახდეს.

ჩვენმა მედიამ ანაკლიის პორტი პროდსავლურობასთან გააიგივა,ხოლო ამ ჭეშმარიტებაში შეეჭვებულები პრორუს ერეტიკოსებად გამოაცხადა.
ეს ამბავი იმის ილუსტრაციაა,რა კონკრეტულ ზიანს აყენებს დესტრუქციული მედია ქვეყანას,

მედიის მიერ შექმნილ საზოგადოებრივი აზრის შიშით ხელისუფლება კარგა ხანს ვერ ბედავდა სიმართლის თქმას,რომ პრორუსობაში არ დაედანაშაულებინათ.
შედეგად გვაქვს დაზიანებული ეკოლოგია და უაზრო საბიუჯეტო ხარჯი.
თან იძახიან-ავაშენებთო. კი,მაგრამ როგორ ააშენებ,თუ წამგებიანია?
ან როგორ შეიძლება ეკონომიკურად წამგებიანი ოროექტი იყოს ქვეყნის განვითარებისთვის კარგი?

ტყუილად არ დაგვირქმევია, ამ პროექტისთვის ზიგფრიდის სამარხი,რომელიც ფილიპ ბენგმა ბელ-დიუგის მოსატყუებლად მოიფიქრა. მაგრამ საქართველოს ბიუჯეტი არ არის ყალბი ფულით გამდიდრებული ბელ დიუგი. და კიდევ- სანამ რამეს დაწერდეთ,დასავლეთზე,რუსეთზე, გეოპოლიტიკაზე და წყალქვეშა ნავებზე და ა.შ.,გაითვალისწინეთ,რომ პორტი მომგებიანია მხოლოდ მაშინ,თუ არის მისი დატვირთვის პერსპექტივა, თუ ასეთი არსებობს,ბანკებს მის დაფიანანსებას ვერავინ დაასწრებდა. ეს ისე, ცნობისათვის.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE