ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს, როცა ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 10 კაცთან ერთად აპირებდა სახელმწიფო გადატრიალებას

937
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ხელისუფლებას უნდა რცვხენოდეს, როცა ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, 10 კაცთან ერთად  აპირებდა სახელმწიფო გადატრიალებას. რა დონის წაქცეული და დაჩაჩანაკებული სახელმწიფო უნდა იყო, რომ 10-მა ან თუნდაც 100-მა კაცმა შენობაში შეჭრით დაამხოს ხელისუფლება”- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობისა და ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა გედევან ფოფხაძემ “კავკასიის” ეთერში სტუმრობისას.

“როდესაც ამბობ, რომ 100 კაცის შენობაში შესვლით ხელისუფლება შეიცვლებოდა და იდასტურებ ამას სააკაშვილის ბოდვით, მე მიმაჩნია, ეს არის ძალიან არაადეკვატური დამოკიდებულება ხალხის მიმართ”– განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში დღეს არიან საშიში ადამიანები, რომლებიც არიან დამნაშავეები, გადასულები არიან პირადი კეთილდღეობის მოწყობაზე და აუცილებელია მათი დასჯა, რათა ეს იყოს სიგნალი მომავალი ხელისუფლებისთვის, რათა მსგავსი რამ არ გაიმეოროს.

ქართული ოცნების ყოფილი წევრი იმასაც ამბობს, რომ ქვეყანაში ჩამოშლილია ინსტიტუციები და აუცილებელია ამის აღდგენა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE