„ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ძირითადად ხმებს იღებს არა საკუთარი რეიტინგის, არამედ მოწინააღმდეგის ანტი-რეიტინგის ხარჯზე

235
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ანალიტიკოსი და ჟურნალისტი ზვიად ავალიანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამდგარ შედეგს აფასებს.

“ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა როგორმე უნდა გააგებინონ მიშას, რომ „ამდენმა ხალხმა“ მას კი არ მისცა ხმა, არამედ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს გამოუცხადა პროტესტი. ანალოგიურად, „ოცნების“ მხარდამჭერებმა ივანიშვილს უნდა გააგებინონ, რომ მილიონზე მეტი ადამიანი მას კი არ ენდობა, არამედ, პირველ რიგში, მიშას უცხადებს უნდობლობას.

საერთოდ, დღეს „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ძირითადად ხმებს იღებს არა საკუთარი რეიტინგის, არამედ მოწინააღმდეგის ანტი-რეიტინგის ხარჯზე. ეს კი ნიშნავს, რომ დღეს რეალურად სახეზე გვაქვს პარტიების მიმართ უნდობლობა და ამ უნდობლობას ქუჩაში გასვლისკენ მოწოდებით ვერავინ გადააქცევს ნდობად…

ამიტომ, თუ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს მაინცდამაინც რევოლუცია უნდათ, პირველ რიგში საკუთარ პარტიაში მოაწყონ რევოლუცია, რათა ლიდერებმა გაიაზრონ ის შეცდომები და დანაშაული, რის გამოც მილიონზე მეტი ადამიანი გადაიმტერეს;

ანალოგიურად, „ოცნების“ ამომრჩეველმაც უნდა ისწავლოს „საკუთარი პარტიის“ კონტროლი და გამოასწორებინოს მას ის შეცდომები, რომელთა გამოც ასობით ათასმა ადამიანმა პროტესტი გამოუცხადა მმართველ ძალას. აი ეს იქნება ყველაზე პროგრესული რევოლუცია ამ ქვეყანაში”– ამბობს ზვიად ავალიანი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE