ახლა მე გეტყვი ჟარგონით, როგორც შენ იტყოდი და გჩვევია, მართლა ჩაიწიე რაა, დროზე ტოოო – თაკო ჩარკვიანი

938
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თაკო ჩარკვიანის მიმართვა თბილისის მერ კახა კალაძეს.

“ამ ჩვენს დროშებს თინიკო”-  ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი სიმღერა, ახლა მომაგონდა. “ამ ჩვენს ქალაქის მერს “თბილისელობა “ტო“ ჰგონია ეტყობა, ისე უთხრა ჟურნალისტს “ ჩაიწიე რა, რა გჭირს ტოოო.

არა “გენაცვალე“ კახი, მერწმუნე ცდები, როგორც ბევრ რამეში, ისე ამაშიც. ქალაქელობა “ტო” არ არის და არ იყო, წესი და რიგი, უფროს-უმცროსობა, მშიერის დაპურება, (თან ჩუმად აფიშირების გარეშე), უბნის პატივისცემა იყო და არის ქალაქელობა,ანუ უბანი და მეზობელი არ უნდა შეგეწუხებია შენი არსებობით და ცხოვრების წესით, თავს არ უნდა მოგეხვია შენი ძალიან კარგი ყოფა თუ ყოფნა, ასეთს გორსალას ეძახდნენ, თუ დახმარება გინდოდა ვინმესი,ისე აკეთებდნენ კაცები სიკეთეს-ახერხებდნენ უჩუმრად, მთელი “ მუღამი” ეგ იყო.

კიდევ ის, რომ ქალის პატივისცემა იცოდნენ,“რა გჭირს რაა, ტოო” ასე არ მიმართავდნენ, კიდევ ის, რომ წიგნიერი კაცის რიდი და მოკრძალება ჰქონდათ და აზრს ეკითხებოდნენ და სწავლობდნენ მისგან, ერთმანეთს კარგ წიგნებს აწვდიდნენ, (ვიცი ეს თქვენ არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც გითხარით),

კიდევ – ერთმანეთის ნამუშევრებს აფასებდნენ, ნახატი იყო ეს თუ ლექსი, თუ ქანდაკება და მერე, ყურძენზე, პურზე და ღვინოზე ქეიფობდნენ -აღნიშნავდნენ ერთმანეთის წარმატებას და კიდევ, კაცს ,ოჯახთან ერთად თუ ვინმე თავს დაესხმებოდა (ქალს მითუმეტეს)შენსავით არავინ ეტყოდა რასაც დასთეს იმას მოიმკიო” პირიქით იმ კაცს უბანში აღარ გამოესვლებოდა, ფარჩაკი კაციაო ასეთ კაცზე ამბობდნენ, ეს ისე მოგიყევი, რადგან ვხედავ მარტო ფეხი და კარი კი არ გერევა ჯიგარო , (როგორც ქალაქელები იტყოდნენ)ბევრი რამ გეშლება და ჰოდა მართლა, ახლა მე გეტყვი ჟარგონით,ისე, უზრდელად,როგორც შენ იტყოდი და გჩვევია, მართლა ჩაიწიე რაა,დროზე ტოოო ან არა და, წესი და რიგი ისწავლე და ზრდილობას მოუხმე, ისე, როგორც ჩვენს ქალაქს ეკადრება და ისე მოიქეცი,რა ტრადიციაც საბედნიეროდ კიდევ შემორჩა ამ ქალაქს, თორემ ამ ჭირ-ვარამ გამოვლილ ქალაქს ,თქვენ ვერ ასწავლით, უზრდელ მერს, როგორ მოექცეს! – უბრალო თბილისელი- თამარ ჩარკვიანი”- წერს თაკო ჩარკვიანი კახა კალაძეს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE