პირველად რომ დავრჩი ღამე მარტო დერეფანში, ისეთი შეგრძნება იყო ალბათ პატიმრებს რომ ეუფლებათ, როცა მიუსჯიან და პირველად გადაჰყავთ ციხეზე. ლამისაა გასკდე – “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის შვილს დახმარება ესაჭიროება

413
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

“რუსთავი2”-ის ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის 1 წლის ვაჟს სიმსივნის დაგნოზი დაუსვეს. პატარა ალექსის დასახმარებლად კვლავ გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ აგურს დებენ ბიჭუნას გამოსაჯანმრთელებლად, იქნება ეს ფინანსური დახმარება თუ უბრალოდ ინფორმაციის გაზიარება. მანამდე გთაზობთ ბიჭუნას მამის, ბექა პატურაშვილის ემოციურ პოსტს შვილზე:

“ახლა სადაც ვართ აქ პირველად კარგ საქმეზე მოვედი. რამდენიმე წლის წინ მაშინ “იმედში” ვმუშაობდი, აქცია გვქონდა, სისხლი ჩავაბარეთ ბავშვებისთვის და დაგვათვალიერებინეს განყოფილება, სადაც პატარა პაციენტები ჰყავდათ ონკოლოგიური დაავადებით.

თამაშობდნენ, იცინოდნენ, მშობლებიც ასევე იქცეოდნენ,  კი არ ვიმჩნევდი და ვიღიმოდი, მაგრამ შოკი იყო, რათქმაუნდა თავში მომდიოდა აზრები „ალბათ ამათი მშობლები რა დღეში არიან და მაინც რა გასაკვირია, როგორ ახერხებენ სიცილს, რომ ბავშვებმა არ იგრძნონ..“

ჰო, ძნელი ყოფილა. ახლაც იგივე სურათია აქ.. არ ვიცი როგორ ახერხებენ, ამას დიდი ძალა ჭირდება. არ მჯერა, რომ დღეს მათ ადგილას ვართ. ეს ფოტო სამი დღის წინ გადავიღე, პირველად რომ დავრჩი ღამე მარტო დერეფანში. ისეთი შეგრძნება იყო ალბათ პატიმრებს რომ ეუფლებათ, როცა მიუსჯიან და პირველად გადაჰყავთ ციხეზე. ლამისაა გასკდე, ამ დროს ვინმე გამოივლის და სახეზე თავაზიან ღიმილს ინარჩუნებ..

კარგი ის არის, რომ ბავშვი ჯერ ვერაფერს იაზრებს და ვერც მიხვდება ისე მოვაგვარებთ ამ პრობლემას. ყველაზე მეტად შენზე ვდარდობ ნათ (მიმართავს მეუღლეს)   მარტოები არ ვართ და ამას ძალიან ძლიერად ვგრძნობთ.

უღრმესი მადლობა ყველას, ახლობლებს, უცნობებს.. ვამაყობ თქვენით ბრავო! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ძალას გვმატებთ.. გპირდებით რომ ჩვენც თქვენსავით სამაგალითოდ მოვიქცევით როცა სხვას დაჭირდება მხარდაჭერა,  ჩვენი კაცოც რათქმაუნდა ასე მოიქცევა თავის დროზე” –  წერს ბექა პატურაშვილი.


დახმარების მსურველებს  გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებს:

საქართველოს ბანკი: GE54BG0000000161812619

მიმღები: ბექა პატურაშვილი(ალექსის მამა)

 დანიშნულებაში მიუთითეთ: ალექსი

თქვენი კომენტარი?
IMG.GE