მთავარ პროკურატურასთან ზვიად კუპრავა და “კაა” დააკავეს (ვიდეო)

3203
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მთავარ პროკურატურასთან დააკავეს ზვიად კუპრავა და მისი უცვლელი თანამებრძოლი ლაშა ცუცქირიძე, მეტსახელად “კაა”.

ისინი  ბოტასების ყუთით მივიდნენ პროკურატურასთან და ამ ფორმით გაპროტესტეს უწყებაში ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება.

მისი თქმით, შოთაძე არის ოთარ ფარცხალაძის კადრი, რომელიც მხილებულია ბოტასების ქურდობაში, სწორედ ამ მოტივით მიიტანა მან ბოტასები მთავარ საგამოიძიებო უწყებასთან, რაც დაპირისპირებბით და საბოლოოდ, მისი დაკავებით დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კუპრავა და ცუცქირიძე დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166- ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან მათ მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE