ირმა ინაშვილის გამოხმაურება “NDI”-ს კვლევის შედეგებზე

366
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის გამოხმაურება ორგანიზაციების, “NDI“-სა და “აირაი”-ს მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ გამოკითხვებთან დაკავშირებით:

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) თბილისის ოფისების, ასევე, მათი ადგილობრივი პარტნიორების საქმიანობა დიდიხანია გაცდა სააკაშვილ-ბოკერიას (და მათზე მიბმული) პარტიების ღია, სრულიად უსინდისო მხარდაჭერის ფარგლებს და ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების პრობლემად იქცა. ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ამას ვერ ხვდება.

დარწმუნებული ვარ, ყველას ესმის: წლების მანძილზე საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართული დამახინჯება, საზოგადოებრივი განწყობების ხელოვნურად, რეალობის საწინააღმდეგოდ შეცვლის მცდელობა ტერორის ერთგვარი ფორმაა და ის საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ჩვენ ვიცით, როგორ გადავტეხოთ და როგორ დავასრულოთ ეს საინფორმაციო შეტევა, ეს ტერორი და დეტალებზე ორშაბათის ბრიფინგზე ვისაუბრებ.

P.S. ერთხელ მათემატიკის მასწავლებელმა სრულიად დაუმსახურებლად დამიწერა ხუთიანი. 49 წლის ვარ და დღემდე სირცხვილისგან ინსტიქტურად თავს ვხრი, როცა დღიურში ჩაწერილი ის საბედისწერო ნიშანი მახსენდება და მიკვირს პოლიტიკოსების იმ ნაწილის, რომლებიც ასე სამარცხვინოდ იფერებენ მათი “სიდიადის” გამომხატველ, დაუმსახურებელ პროცენტებს. ორშაბათის ბრიფინგზე ამ “ძალითგაბრწყინვებულთა” პარტიებისთვისაც მექნება საინტერესო ინფორმაცია. კი, ბატონო, დავიწყოთ.”- წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE