თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იწყება – საცდელი ავტობუსი უკვე თბილისშია

708
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსები დაიწყებს მოძრაობას და მისი რაოდენობა 179 იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს, მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი ავრცელებს.

მისივე განმარტებით, ეს არის საცდელი ავტობუსი, შემოყვანა კი ეტაპობრივად, წლის ბოლომდე მოხდება და ავტობუსები იქნება მწვანე ფერის.

კითხვაზე, თუ სად დაინიშნება აღნიშნული ავტობუსები, ვიქტორ წილოსანი პასუხობს, რომ ეს იქნება ქალაქის 10 ძირითადი დერეფანი რადგან ტრანსპორტის მოცულობის გამო, დიდი სიხშირით მოძრაობა საცობებს გამოიწვევს და ყველგან ვერ გაივლის.

“ეკონომიკის და ინკლუზიურობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოქალაქეების გადაადგილების რაოდენობა, 29 ნოემბერს მეტრომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთ დღეში მგზავრობების რაოდენობამ 512 301 მიაღწია.

რეფორმის ფარგლებში, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, დაგეგმილია 179 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შეძენა, რათა შევძლოთ ერთდროულად დიდი რაოდენობის მგზავრთ ნაკადის მომსახურება.

თუმცა ურბანულ განაშენიანებასთან ერთად შეიცვალა საგზაო ინფრასტრუქტურაც, ამიტომ სრულიად უფასოდ შემოვიყვანეთ 18 მეტრიანი ავტობუსი რომელიც მომდევნო კვირიდან დაიწყებს სატესტო რეჟიმში მოძრაობას, რათა შევძლოთ ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა”- წერს ვიქტორ წილოსანი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE