ემზარ კვიციანის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

627
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პატრიოტთა ალიანსის წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს:

ბატონო ბიძინა.
მოგახსენებთ რომ ადმინისტრაციული საქმე #3/2 – გალისა და გულრიფშის 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი და დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი ემზარ კვიციანისა და მასთან დაახლოებული პირების მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახლდათ 2006 წლის სისხლის სამართლის დადგენილებები, რომლითაც ბრალი მედებოდა და ითხოვდნენ ბრალდებულის სახით მიეცა პასუხისგებაში ჩემს მიცემას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’ ,,გ’’ ,,დ’’ და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტების შესაბამისად. (მითვისება)
ადმინისტრაციული საქმე განიხილეს ჩემი დასწრების გარეშე.

გარდა ამისა მათ არ ჩამაბარეს არც სარჩელი და არც გადაწყვეტილება. იმ დროს მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი კი უშუალოდ ითვალისწინებდა გადაწყვეტილებისა და საქმის მასალების უწყება, სარჩელის ჩაბარებას მხარისათვის. ჩემთვის საქმის მასალები ჩაბარებული იქნა 2018 წელს ადვოკატის განცხადების საფუძველზე.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე ფ.ფურცხვანიძემ 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ხანდაზმულობის მოტივით დაუშვებლად ცნო ჩემი განცხადება 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ვინაიდან ჩემთვის უცნობი იყო ჩამორთმეული ქონების გადაწყვეტილების მისი საფუძვლების შესახებ და მე როგორც სხდომაზე არმყოფი პირის უფლებები იქნა დარღვეული.

განჩინება უსაფუძვლოა, პირს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად მხოლოდ გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ აქვს უფლება წარადგინოს განცხადება. წინა ხელისუფლების მიერ მკვეთრად იქნა დარღვეული ჩემი საკუთრების უფლებები.

გარდა ამისა 2014 წლის 19 ივნისის დადგენილებით, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ე.კვიციანის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა\’ ,,გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 05 მაისამდე რედაქციით, პირველი ეპიზოდი), სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 05 მაისამდე რედაქციით მეორე ეპიზოდი). სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ , ,,გ“ და ამავე მუხლის მე 3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 375-ე მუხლით სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვინაიდან არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება.

შესაბამისად, 2014 წელს გაუქმდა 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საფუძვლები. ამდენად, სახელმწიფო ვალდებული იყო მყისიერად დაებრუნებინა ქონება ჩემთვის და ჩემთან დაახლოებული პირებისათვის, ვინაიდან არ არსებობდა ქონების ჩამორთმევის საფუძველი. მიუხედავად არაერთი განცხადებისა და საჩივრისა, პასუხი გახლავთ უსაფუძვლო, თითქოს სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ბატონო ბიძინა სამართლებრივი საფუძველი გახლავთ ქონების რესტიტუცია ანუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რადგან არ არსებობს დანაშაული რის გამოც ჩამომერთვა ქონება.

არაერთი საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაა ამაზე რომ სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული შეცდომის გამოსწორება თავად სახელმწიფო ვალდებულებაა. აქვე მე დავრჩი უფლების დაცვის გარეშე 2006-2007 წლებში. ყველა სტრუქტურაში განმარტავენ, რომ მხოლოდ თქვენი კეთილი ნების შემდეგ მოხდება უაკნონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება.

თუკი ერთხელ იქნა დაშვებული პრეცედენტი ხანდაზმულობაზე “რუსთავი 2” ის საქმეზე (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება – განმარტება რუსთავი 2 ის საქმეზე ხანდაზმულობის ნაწილში რაც გულისხმობს, რომ პროკურატურაში წარდგენილი განცხადებით მხარემ დროულად მიმართა შესაბამის ორგანოს და არ არის ხანდაზმული) ჩემს შემთხვევაში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა არც კანონი და არც სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტი და ამით მოახდინა ჩემი დისკრიმინაცია.

მოგმართავთ თხოვნით, ყურადღებით გაეცნოთ ჩემს განცხადებას, შეისწავლოთ ჩემი საქმე, რომელიც პრეცედენტულია, რადგან ქონება ჩამორთმეული მაქვს უსაფუძვლოდ და დღემდე არ მიბრუნდება. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურებს (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროკურატურას და სასამართლოს) მიიღონ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები ქონების დაბრუნებაზე.

უსამართლო გადაწყვეტილებების მიღება და ქონების უკანონოდ ჩამორთმევა არის სისხლის სამართლის დანაშაული, კონსტიტუციის და საერთაშორისო ნორმების დარღვევა. ხანდაზმულად არ ითვლება ჩემს მიერ წარდგენილი განცხადებები. დაუშვებელია უსაფუძვლოდ საკუთრების ჩამორთმევა. რაც ჩემს შემთხვევაში უკვე მე 14 წელია გრძელდება. მადგება მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

წინასწარ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის. ვიმედოვნებ თქვენის მხრიდან შესაბამის დახმარებას და სამართლიანობის აღდგენას ქონების დაუყოვნებლივ დაბრუნების საკითხში, როგორც ჩემთვის ისე ჩემთან დაახლოებული პირებისათვის. განცხადებები და საჩივრები კანონის შესაბამისად წარდგენილი მაქვს სასამართლოში.

პატივისცემით,

ემზარ კვიციანი

17.01.2020წ.

p.s.გთხოვთ მეგობრებო გააზიაროთ ყველამ ვისთანაც მოაღწევს ეს წერილი რადგან მბლოკავენ პროგრამები,მაქვს დიდი სურვილი ამ წერილმა მიაღწიოს ადრესატამდე,ანუ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილამდე.”- წერს ემზარ კვიციანი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE