ნაციონალებმა “მაყეფარი ძაღლები” აუშვეს – დავით ჩიხელიძე

496
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ჩიხელიძე – “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი



“შოთაძის მთავარ პროკურორად შესაძლო დაბრუნებამ, ოპოზიციიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნაციონალებმა “მაყეფარი ძაღლები” აუშვეს(ყველას არ ეხება) და მათ შოთაძის წინააღმდეგ მიზანმიმართული, ორკესტრირებული ყეფა დაიწყეს, რადგან შოთაძის შიში აქვთ, სწორედ მისი მთავარი პროკურორობის დროს დაიწყო გახმაურებული საქმეების გამოძიება, ასევე შოთაძის  ასობით მოქალაქეს დაუბრუნდა, სახელმწიფოს მიერ წართმეული უძრავი/მოძრავი ქონება, რომელიც მათ სახელწიფოს სახელით, სწორედ ნაციონალებმა წაართვეს, იმ ნაციონალებმა რომლებიც დღეს მორალს გვიკითხავენ.

რაც შეეხება შოთაძის გადადგომას, იმდროინდელი სიტუაციის გათვალისწინებით, მან მორალურად სწორი, მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე გადაწყვეტილება მიიღო და თანამდებობა ღირსეულად დატოვა, რაც მთავარია, მან სახელმწიფოებრივად აზროვნების მაღალი სტანდარტი გვაჩვენა, დღეს კი საქართველო სახელმწიფოებრივად მოაზროვნებათა დეფიციტს განიცდის და მსგავსი კადრის დაკარგვის უფლება არ გვაქვს. არ ვიცი ვინ გახდება მთავარი პროკურორი, რადგან კანდიდატებს შორის მრავალი ღირსეული და პროფესიონალი კადრი არის, მაგრამ თუ შოთაძე მთავარი პროკურორი გახდება, ეს პროკურატურას და სახელმწიფოს მხოლოდ გააძლიერებს”

თქვენი კომენტარი?