მაია ორჯონიკიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილის დავალებით ფეისბუქზე ბლოკავენ

592
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მაია ორჯონიკიძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ფეისბქზე ბლოკავენ, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“მინდა გითხრათ,რომ დღესდღეობით ჩემი ყოფნა ფეისბუკზე შეუძლებელი გახდა-უკვე ყოველ მეორე დღეს მბლოკავენ და დღესაც სულ რამდენიმე საათის წინ “განვთავისუფლდი” ივანიშვილის მიერ ქართულ ფეისბუკში მოწყობილი ონლაინ-სატუსაღოდან..

ადრეც დავწერე,რომ 2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყო “უცნაური” მოვლენები,რაც გამოიხატებოდა ჩემი ყოველკვირეული სრულიად უმიზეზო 1-2 დღიანი დაბლოკვით. თავიდან ეს სოცქსელის ტექნიკურ შეცდომებს მივაწერე,მაგრამ მოგვიანებით მივხვდი,რომ საქმე მქონდა სისტემურ კიბერ-დანაშაულთან,რომელიც ხორციელდებოდა ერთის მხრივ ივანიშვილის სუსისა და მეორეს მხრივ-დუბლინში (ირლანდია) მდებარე ფეისბუკის ოფისის ქართულენოვანი განყოფილების ქართველი თანამშრომლების შეთანხმებული,კოორდინირებული მუშაობით.

სქემა მარტივია-ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილ სამოქალაქო აქტივისტებზე ყანდიაშვილ/რამიშვილ/ნაცვლიშვილის მიერ ორგანიზებული ყალბი საჩივრების გაგზავნა ფეისბუკში სქემის მხოლოდ პირველი ეტაპია,მეორე ეტაპი კი ამ ყალბი საჩივრების დაკმაყოფილებაა,რომლის გარეშეც ეს სქემა ვერ იმუშავებდა.ფეისბუკის ოფისში თანამზრახველების გარეშე შეუძლებელი გახდებოდა ადამიანების სრულიად უკანონო და უმიზეზო დაბლოკვა,
რადგან ნებისმიერი საჩივარი წესით მოწმდება მის რელევანტურობაზე .

ამაზე არაერთხელ დამიწერია გასული ოქტომბრის შემდეგ და ალბათ ყველას გახსოვთ. მთავარი სხვა რამაა-სუსისა და მისი ხელის ბიჭების მოქმედება არავის უკვირს,აგონიაში მყოფი რეჟიმისგან ეს ბუნებრივი მცდელობაა. გასაოცარი ამ ყველაფერში ფეისბუკის ქართულენოვანი განყოფილების გრუზინი თანამშრომლების თავხედობა,უტიფრობა და დაუსჯელობის განცდაა,რომელნიც (არ ვიცი იქ რამდენი ზის,მე მხოლოდ ერთს-ნინა ნუცუბიძეს ვიცნობ) მარკ ცუკერბერგის მიერ ქართულენოვანი ფეისბუკის ტროლებისგან უპრეცენდენტო წმენდამაც კი ვერ შეაჩერა,რადგან ფაქტია-ისინი კიდევ უფრო დიდი უტიფრობით აგრძელებენ დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას,რაც გამოიხატება მათ მიერ არაფორმალური,ანტი-ამერიკული,ანტი-ქართული და პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივისტების ფეისბუკზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დევნასა და შევიწროვებაში.

ბოლო თვეების მანძილზე მე არაერთმა ასეთმა ადამიანმა მომმართა და ზუსტად იგივე ისტორია მომიყვა,რაც ჩემს მიმართაც ხორციელდება-უსამართლოდ და უმიზეზოდ პროფილების დაბლოკვა და მათი გვერდებიდან მასალების თვითნებური წაშლა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ გავერთიანდეთ და ამ გზით ვებრძოლოთ იმ ბუდეს,რომელიც ივანიშვილმა 2017 წლიდან ფეისბუკშიც კი მოიწყო თავისი ემისრების ფეისბუკის ოფისში გაგზავნით! არ ვიცი განა რამდენს უხდიან ამ ხალხს-რეპუტაციად და საბოლოო ჯამში კარგად ანაზღაურებადი სამსახურის დაკარგვად რომ უღირთ,მაგრამ ფაქტია რომ უღირთ!

ის,რომ მე არაფერი მელანდება-გუშინ საღამოს გასულმა ტელე “ნაძეჟდას” სიუჟეტმაც დაამტკიცა-რომელიც ივანიშვილის ჯიბის ტელეარხმა სოცქსელებში საინფორმაციო ომს მიუძღვნა და რვა “გამოვლენილ” დეზინფორმატორთა რიცხვში მეც შემიყვანა! ისე საინტერესოა,სადაა დეზინფორმაცია: ალბათ ქვეყანა ყვავის,კორუფცია დამარცხებულია,კრიმინალი მიჯირყვნილი,ხალხი მაძღარი და ბედნიერი და ამ ყველაფერს მე და ჩემნაირები ვერ ვამჩნევთ?

სულ მიკვირდა-რა ნიშნით გადამეკიდა ფეისბუკში ივანიშვილის სუსის დავალებათა შემსრულებელი ხალხი და გუშინ თავად მითხრეს-მადლობა ტელე-ნაძეჟდას!

ჩვენ კი ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ამ უმსგავსობის ასალაგმავად და ყველას,ვისაც იგივე პრობლემები შეგქმნიათ ფეისბუკზე,მოგიწოდებთ ან პირადში მომწეროთ თანხმობა თქვენს ხელმოწერაზე,ან ამ სტატუსის ქვეშ!
და გთხოვთ გახსოვდეთ,რომ საინფორმაციო ომი არანაკლებ დამანგრეველია,ვიდრე ნებისმიერი სხვა ომი და ბიძინა ივანაშვილმა საქართველოს,ყველას ჩვენ ეს ომიც გამოგვიცხადა! ამიტომ ნუ ჩათვლით ამ საქმეს უმნიშვნელოდ ან მხოლოდ ვინმეს კერძო პრობლემად-ეს ყველას პრობლემაა და საერთო ბრძოლა აუცილებელია!

ეჭვი არ შეგეპაროთ,რომ ივანიშვილთან ერთად მის აგენტურასაც დავამარცხებთ-ქვეყანაში იქნებიან ისინი თუ ქვეყნის გარეთ! და უკვე არავითარი მნიშვნელობა არა აქვს-რამდენჯერ დამიბლოკავენ ფეისბუკს-ამიერიდან ბრძოლა სულ სხვაგან გაგრძელდება! გთხოვთ,ვინც ამ პოსტს იზიარებთ,კომენტარებში პლიუსი დასვათ,რაც თქვენს ხელმოწერად ჩაითვლება! ვისაც საჯაროდ არ გსურთ,პირადში მომწერეთ.

მადლობა ყურადღებისთვის,გთხოვთ აქტიურობას და პოსტის მაქსიმალურ გაზიარებას!”- წერს მაია ორჯონიკიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE