გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

349
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. გიორგი გახარია ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა წელს კლიმატური ცვლილებებია. დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.

საქართველოს დელეგაციას ფორუმზე პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია 30-მდე მაღალი დონის შეხვედრას გამართავს, მათ შორის როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE