სუპერმარკეტის კონსულტანტი, რომელსაც მომხმარებელი თავს დაესხა, გარდაიცვალა

1414
წაკითხვა/ნახვა
_____________________________________ IMG.GE

20 წლის მათე ჯომიდავა, რომელიც 2019 ლის 30 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა და ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობდა, დღეს გარდაიცვალა.

აწგარდაცვლილი თბილისში, სუპერმარკეტ “სპარში” კონსულტანტად მუშაობდა, 30 დეკემბერს კი მომხმარებელი თავს დაესხა და გამოძიების ინფორმაციით,მას  თავში ფილა ან მსგავსი საგანი ჩაარტყა.

ბრალდებული დაკავებულია 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით, თუმცა ახალგაზრდას გარდაცვალების შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE