MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ყველაზე უზრდელი და ქაჯი პოლიტიკოსი გამოდგა ქ-ნი თეა, არშემდგარი “ქუჩის ბიჭის” მენტალიტეტით, ტონითა და შერყეული ფსიქიკით.”-  ასე აფასებს პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე 21 იანვარს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გამოსვლას ადამიანის უფლებათ კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან სახალხო დამცველის მოხსენებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა.

“2011 წელს შევამჩნიე პირველად. სრულიად არასტანდარტული, უცხო და უცნაური ტიპის ქალი გახლდათ. ძალიან მამაცი და თავგანწირული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მძიმე არგუმენტებით, შესაშური თანმიმდევრულობითა და თავშეკავებულობით აკრიტიკებდა რეპრესიების პიკზე მყოფ ენმ-ს. ნაძალადევში მთელს კლანს, მთელს ხროვასაც კი მოუგო არჩევნები. ასეთი თეა წულუკიანი ნამდვილად იმსახურებდა ჩვენს სიმპატიებს.

რას დაემსგავსა დღეს ქ-ნი წულუკიანი?

ქ-ნი თეას თავშეკვებულობა, თანმიმდევრულობა, აკადემიურობა ლამის ხელისუფლებაში მისი აღზევებისთანავე წარსულს ჩაბარდა.

დღეს წულუკიანი ჩვეულებრივი მეწვრილმანე დემაგოგი და იაფფასიანი ცინიკოსია, რომელიც ტუალეტში დაჰყვება სახალხო დამცველის დაბალანაზღაურებად თანამშრომლებს, ჯინსის უბეებში უძვრება ახალგაზრდებს და საგულდაგულოდ ამოწმებს სხვების მიერ მოწეული სიგარეტის “ბიჩოკების” სიგრძეს. მდაბიოდ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ კრიტიკულ კითხვებს აარიდოს თავი, პრობლემები მოუგვარებლად მიაგდოს და პასუხისმგებლობას გაექცეს.

ყველაზე უზრდელი და ქაჯი პოლიტიკოსი გამოდგა ქ-ნი თეა, არშემდგარი “ქუჩის ბიჭის” მენტალიტეტით, ტონითა და შერყეული ფსიქიკით.

თავმდაბლობისა და თვითკრიტიკულობის ნატამალი მაინც რომ გაგაჩნდეთ, ასე არ ჩაეფლობოდით უწმინდურობაში თქვენივე საოპერო სამოსით!

P.S. ნინო ლომჯარია კიდევ თქვენი არჩეულია. ყველა ალხანას, თავისი ჩალხანა ჰყავსო!:” – წერს ლევან ლორთქიფანიძე ფეისბუქში.

ამ თემაზე:

ნუღარ გამოგვიგზავნით თანამშრომელს, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია – წულუკიანის მწვავე პასუხი სახალხო დამცველს (ვიდეო)

თქვენი კომენტარი?