22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

პატიმრობიდან გათავისუფლდნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

პატიმრობიდან გათავისუფლდნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები. საქმე ეხება 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ მომხდარ დაპირისპირებას.

შსს-ს ცნობით, დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის(“ქართული ოცნების” აქტივისტების)  პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან.