თბილისის მერმა კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე და თქვა, რომ არანაირი ინფორმაცი არ აქვს.
ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე ურთიერთობა ან მეგობრობს თუ არა კვლავ ყოფილ პრემიერთან, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ ბოლოს აღარ ახსოვს როდის ნახა ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა მეგობრობდა და იყო მისი თანაგუნდელი.
“ვმეგობრობ ახლაც, ჩემი თანაგუნდელი იყო, მეგობარი იყო, რა არის ამაში პრობლემა.”- განაცხადა კახა კალაძემ.
დაწერე კომენტარი
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს