ყველაზე საშინელი ახლა იწყება და ის,რომ მისი ბინძური სიფათი უნდა დავინახოთ დარბაზში – მაკა რაზმაძე

2285
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მაკა რაზმაძის გამოხმაურება დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით:

“ყველაფერი ვიცოდი, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ და სკურპულოზურად მუშაობდა გამოძიება. აურაცხელი და ურთულესი სამუშაოა ჩატარებული და ბოლოს მაინც ყურით გამოათრიეს ის ბინძური მძორი ბუნაგიდან.

ყველაზე საშინელი ახლა იწყება-სასამართლოები და ის,რომ მისი ბინძური სიფათი უნდა დავინახოთ დარბაზში. არ ვიცი გავუძლებ თუ არა ამას პირადად მე…. ანგელოზი ბიჭი მოკლა….ყველაზე საყვარელი და თბილი ადამიანი…. არ ვიცი მეყოფა თუ არა მისთვის რამე სასჯელი რასაც მიუსჯის კანონი… აღარ ვიცი კიდევ რა დავწერო…გული მაქვს გახეთქვაზე ეს მახინჯი ჯუჯა როგორ შეეხო ანგელოზ ნოდარიკოს.

ყოჩაღ,გამოძიებას.მადლობა!  ახლა არ შეგრცხვათ იმ ადამიანებს ვინც ამტკიცებდით, დოდომ ყველაფერი იცის და გამოძიებას უმალავსო?”– წერს მაკა რაზმაძე.

ამ თემაზე:

დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი (ვიდეო)

თქვენი კომენტარი?