არჩევანი თქვენზეა – ნაც.მოძრაობის ულტიმატუმი ხელისუფლებას (ვიდეო)

775
წაკითხვა/ნახვა
_____________________________________ IMG.GE

“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს, რათა დღის ბოლომდე გაასაჯაროვოს ამერიკის სენატიდან გამოგზავნილი წერილი, რომელიც სამადაშვილის თქმით, ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში გამოიგზავნა და ეს არის ის კომიტეტი, რომელიც უცხო ქვეყნებისთვის სანქციების დაწესების საკითხებზე მუშაობს.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გამოაქვეყნებს აღნიშნულ წერილს, ისინი გამოაქვეყნებენ და საზოგადოებას ჩააყენებენ საქმის კურსში.

ასევე, “ნაც.მოძრაობა” მოითხოვს, რომ შესრულდეს დაპირება პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რასაც პირდაპირ ითხოვს შეერთებული შტატებიც.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE