დაკავებულია ღამის კლუბ “შავი ვარდი”-ს მმართველი, რომელმაც უცხოელ სტუმარს 31 ათასი ლარი იძულებით გადაახდევინა

479
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში მდებარე ღამის კლუბ “შავი ვარდი”-ს მმართველი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ამავე კლუბში მყოფ უცხოეთის მოქალაქეებს, მომსახურებისთვის იძულების მუქარით, დიდი თანხა – 31 000 ლარი გადაახდევინა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად,
ინდოეთის მოქალაქემ, ს.ს.-მ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.

მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და საავადმყოფოში
გადაიყვანეს. ს.ს.-ს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კლუბში მყოფი უცხოეთის მოქალაქეების სახელზე რეგისტრირებული საბანკო ბარათებიდან თანხის ნაწილი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით მიითვისა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი, 360-ე მუხლის მე-2 და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE