22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ოპოზიცია ვერც არჩევნებს იგებს, ვერც რევოლუციებს აწყობს ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი არ უჭერს მხარს – ირაკლი კობახიძე

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ოპოზიცია ვერც არჩევნებს იგებს, ვერც რევოლუციებს აწყობს ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი არ უჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მთავარი რაც არ აქვს ოპოზიციას, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხი არ გიჭრეს მხარს, ბუნებრივია, ვერავითარ რევოლუციურ სცენარს ვერ განახორციელებ. ვერც არჩევნებს იგებენ, ვერც რევოლუციებს აწყობენ ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი მათ არ უჭერს მხარს. როგორ შეიძლება, ხალხი მხარს უჭერდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, როგორ შეიძლება, ხალხი მხარს უჭერდეს კოლექტიურ აგენტურას, შეუძლებელია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, მთავარი მიზეზი, რატომაც ვერც არჩევნებში აღწევენ წარმატებას და ვერც ქუჩაში, ეს არის ხალხის მხარდაჭერის დეფიციტი. ასე გაგრძელდება პროცესები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.