22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

უცხოური აგენტურის მიერ რევოლუცია ვერ მოხდება საქართველოში, ამას ჩვენ არ დავუშვებთ – ირაკლი კობახიძე

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

უცხოური აგენტურის მიერ რევოლუცია ვერ მოხდება საქართველოში, ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ამისათვის გვაქვს ყველანაირი რესურსი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პროტესტს აფინანსებენ უცხოური სპეცსამსახურები და ყველას კარგად ახსოვს, თუ რა ბედი ეწია უკრაინას უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული „მაიდნის“ შემდეგ, რასაც საქართველოში ხელისუფლება არ დაუშვებს.

„ეს ყველაფერი არის დაფინანსებული უცხოური სპეცსამსახურების მიერ, როგორც ეს მოხდა „მაიდნის“ შემთხვევაში. გახსოვთ, სპეცსამსახურები აფინანსებდნენ „მაიდანს“ და შემდეგ ისიც გახსოვთ, თუ როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი უკრაინისთვის – დღეს, უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული და ორი ომი გადაიტანა, სწორედ, უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული რევოლუციების შემდეგ უკრაინამ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ სცენარის განხორციელებას, ამის არავითარი რესურსი არ არსებობს საქართველოში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვამხილოთ ყველა ასეთი დაფინანსებისა და გარე ჩარევის ფაქტი,“- განაცხადა პრემიერმა.