სასწრაფოდ უნდა გავერთიანდეთ, გთხოვთ, არამარტო გააზიაროთ, არამედ შევიკრიბოთ – კობა დავითაშვილი

525
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ფილარმონიაში ოპოზიციის შეკრებას ეხმიანება კობა დავითაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს.

“ფილარმონიის შეკრების ხილვისას მე დავრწმუნდი:

1) სააკაშვილის და გიორგი ვაშაძის ფარული ჩანაწერი რეალური იყო, რადგან ამ ჩანაწერში გაჟღერებული გეგმა დღეს ღიად გაცხადდა

2) მიჰა სააკაშვილი მხდალია, რადგან თავის მომხრეებს მოუწოდებს თავდადებისაკენ, თვითონ კი მათი მოწოდება ჩამოსვლისაკენ ,,ვერ გაიგო” და წაუყრუა

3) ხალხმა არჩევნებზე მისცა ბოლო შანსი ქართულ ოცნებას, დასაჯოს ნაცების კრიმინალური ბანდა. ოცნება ამ დავალებას თუ არ შეასრულებს, ხელისუფლებას დატოვებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე!

4) სასწრაფოდ უნდა გავერთიანდეთ იმ საერთოეროვნულ პოლიტიკურ ძალაში, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას 2020 წელს! ვინც ეთანხმებით, გთხოვთ, არამარტო გააზიაროთ, არამედ შევიკრიბოთ და დავიწყოთ კონკრეტული ქმედებები, რადგან ამ უნიათო მთავრობის მოიმედეობა კარგს არაფერს გვიქადის!”– წერს კობა დავითაშვილი.

თქვენი კომენტარი?