ბიჭი, რომელსაც 4 იანვრიდან ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს

708
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ფოთში, პალიასტომის ტბაში, გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც 24 წლის გოგა თავბერიძე აღმოჩნდა, მას ოჯახი 2020 წლის 4 იანვრის შემდეგ ეძებდა.

თბილისიდან ფოთში გაემგზავრნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების წყალზე სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებს პალიასტომის ტბიდან მდინარე კაპარჭინის შესართავამდე აწარმოებდნენ. ასევე, საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა მდინარე რიონში. ადგილზე შეიქმნა სამუშაო შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო სამუშაოების მართვა. პროცესში ჩართული იყო ექოლოტი და სპეციალური მცურავი ტექნიკა. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა დრონის საშუალებით.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE