“შარშან დაწყებული ძალადობრივი აქციების პიკის გადალახვის შემდეგ, დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ რუსთაველზე კონტროლი შეენარჩუნებინა.
თუნდაც 2 აკაცუკის იქ დგომითა და აქციის სრულად სასაცილო, კომიკურ მდგომარეობაში გადასვლის ფასად უღირდათ რუსთაველის შენარჩუნება.
როგორც ჩანს, სიტუაციის დასტაბილურების ფასად, ხელისუფლებაც არ შეეწინააღმდეგა იმ მარაზმს რაც ამ 1 წლის მანძილზე ხდება, ვგულისხმობ იმ მცირე ბრბოს თარეშს რუსთაველზე, რამაც უკვე ძალიან შეაწუხა ნორმალური საზოგადოება.
ახლა დასავლეთში ზუსტად იციან, რომ ეს არ გაჭრის. რამდენიმე აკაცუკმა, რაც არ უნდა მაშხალებით და მოლოტოვებით ირბინოს ქუჩაში, მაინც ვერ დადებენ შედეგს.
ამიტომ რჩებათ 1 ვარიანტი, სამოქალაქო ომის პროვოცირება და უკრაინაში ნამყოფი ნაც. ბოევიკების მიერ იარაღით დამხობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს რუსეთის შემოსვლას და დასავლეთს დიდი ხნის ნანატრი სურვილი აუხდებათ, ანუ აქ გაიხსნება მეორე ფრონტი. ასევა დიდი შანსია, რომ სხვა მეზობლების მხრიდანაც ვნახოთ სამხედრო ძალის დემონსტრირება.
ახლა უკვა მართლა ბოლო მცდელობა ექნებათ, რადგან:
1) მომდევნო არჩევნები უახლოეს პერიოდში აღარაა დაგეგმილი, რომ მისი გაყალბების საბაბით კვლავ შეძლონ არეულობის პროვოცირება.
2) კანონები, რაც მათთვის მიუღებელი იყო, უკვე მიღებულია და ამაზეც ვეღარ აწევენ მუხტს.
ამას დამატებული ის მზარდი დაძაბულობა, რაც უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაშია მოსალოდნელი N.A.T.O. VS BRICS. თავის ახლო აღმოსავლეთის თემით. რაც ძალიან ზრდის დასავლეთის ინტერესს, ამ რეგიონში მოაწყონ არეულობა.
ფაშინიანი და ალიევი კი დაიბარა ტრამპმა და დადგა სპექტაკლი, მაგრამ შემდეგ ფაშინიანი მოსკოვში იყო და ყურიც აუწიეს. ამიტომ იმედია ტრამპის მცდელობები ჩაიფუშა.
თუმცა, თურქეთ-ისრაელთან თანაბრად მოთამაშე ალიევი როგორ მოიქცევა, არავინ იცის. მართალია ერდოღანი რუსეთთან ცდილობს დალაგებას, მაგრამ ისრაელს დიდი გავლენა აქვს აზერბაიჯანზე.
მოკლედ, მსოფლიოში დაძაბულობა აღმავალია და ეს ცხადია ჩვენზეც იქონიებს გავლენას.
ასე რომ მორიგი კრიტიკული პერიოდი უნდა გადავლახოთ, თორემ უკრაინაზე უარესი დაგვემართება, რადგან გაცილებით უფრო რთულ რეგიონში ვცხოვრობთ.
რთული დღეები გველოდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში.”– წერს ბლოგერი ბაჩანა გაჩეჩილაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს