ბოლო ამბები
01/10/2025

4 ოქტომბრამდე არ დაკავდეთ სექსით – რევოლუციის ერთ-ერთი ორგანიზატორის კატეგორიული რეკომენდაცია

გაზიარება

4 ოქტომბერს დაანონსებული რევოლუციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გერმანიაში მცხოვრები ნანა სანდერსი აქციაზე მიმსვლელ ადამიანებს საკუთარ რეკომენდაციებს უზიარებს:

ერთ-ერთია აუცილებელი მოთხოვნაა, რომ 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე არ დაკავდეთ სექსით, რადგან ამ დღეს ბევრი ენერგიაა საჭირო:

“არ დაკავდეთ წინა დღეებში სექსით- ენერგიაა 4 ოქტომბერს დასაგროვებელი და საჭირო ჩვენ, ჯარისკაცებმაც ავიკრძალოთ – საქართველოს სჭირდება ასე.

არ მოხვიდეთ ხაჭაპურებით, ლობიანებით და მაკარონებით ნაჭამი – ეცადეთ ნახშირწყლები ნაკლები მიიღოთ, გადამუშავებას დიდი ენერგია მიაქვს

მხედველობის სათვალის ნაცვლად გეკეთოთ ლინზები და წამოიღეთ ლინზების მარაგი. თუ უეჭველი სათვალით მოდიხართ დამატებითი სათვალე წამოიღეთ.

წამოიღეთ პროტეინის სნექები, შოკოლადი, ყურძნის შაქრები – ენერგია გჭირდებათ.

4 ოქტომბერს გავდივართ რუსული რეჟიმის დასასრულებლად და ბავშვები დატოვეთ ყველამ სახლებში!!!
არავინ გარისკოს ბავშვის სიცოცხლე- პირველ რიგში მშობლებმა იგრძნონ მაღალი პასუხისმგებლობა საკუთარი შვილების სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინაშე!
ასევე არავინ გაბედოს ჭკუის სწავლება და მშვიდობის მტრედობა მებრძოლებთან

ქალი, კაცი ჩვენ არ ვიცით – მტერი მტერია! მტერს სქესი, ეროვნება და ასაკი ჩვენთვის არ გააჩნია!

4 ოქტომბერს ვიბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს! 4 ოქტომბერს ვათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას მტრისგან!”– წერს ნანა სანდერსი.

იხილეთ ნანა სანდერსის კიდევ ერთი მიმართვა სამართალდამცველებისადმი:

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა