ბოლო ამბები
05/10/2025

თინა ხიდაშელის გამოხმაურება ბიძინა ივანიშვილის წერილზე

გაზიარება

თინა ხიდაშელის გამოხმაურება ბიძინა ივანიშვილის წერილზე, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის 13 წლისთაბს ეხება:

“ფეხბურთზე უნდა დამეპოსტა და კალენდარს დავხედე 1 ოქტომბერი ყოფილა და არ მინდა აი პეპლებს და ყვავილებს რომ პოსტავენ იმათ დავემსგავსო, მაგრამ წავიკითხე ეპისტოლე და ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წელს მხოლოდ იმით რომ ამაყობ “ყველა მოღალატე ვამხილეთ, შიდა მტრებს ვაიძულეთ, ეღიარებინათ, რომ მათ ქმედებას არა ეროვნული, არამედ, გარე ინტერესი უდევს საფუძვლად. მეგობრისა და პარტნიორის ნიღაბს ამოფარებულ კონკრეტულ უცხო ძალებს ღიად მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ჩვენგან მათი ინტერესების მორჩილებას მოითხოვენ!”

ანუ კარგად დაუფიქრდით
ვაიძულეთ;
ვაღიარებინეთ;

მეტი არაფერი აქვს სათქმელი. ამასობაში ესეც ტყუილია!

არადა 13 წელი სრულიად საკმარისია საამაყოდ გქონდეს მაგალითად ის რომ
ქვეყანაში ტუბერკულიოზი დაამარცხე (ვერ ამბობს, შემომწყრალია ამერიკელებს)

გააუმჯებესო მდგომარეობა სკოლებსა და ბაღებში (ვერ ამბობს შემომწყრალია ამერიკელებს და იძულებული გახდა პროკურატურის ძალით სდიოს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ქურდებს საკუთარი გუნდიდან)

გააძლიერე ქართული ჯარის სამხედრო მზადყოფნა (ვერ ამბობს შემომწყრალია ამერიკელებს და იძულებული გახდა პროკურატურის ძალით სდიოს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ქურდებს საკუთარი გუნდიდან)

ქვეყანაში ამდენი და ამდენი ათასი ადამიანი გამოსტავა სიღარიბეს (ვერ ამბობს, სახლემწიფო სტატისტიკის სამსახურო ყოველ წელს სულ უფრო მძიმე მონაცემებს აქვეყნებს)

ვერ ამბობს, ვერ ამბობს ვერაფერს რაც სინამდვილეში აწუხებს ყველა ქართველს — ჯანდაცვა, განათლება, სოციალური უსაფრთხოება, ინდივიდუალური თავისუფლება….
და გველაპარაკება სუვერენიტეტის გამყარებაზე, რომელიც სად გამყარდა, რომელ წელს და რომელ წერტილში?

რუსული ჯარი გავიდა აფხაზეთიდან?

იქნება ცხინვალის რეგიონიდან?

იქნებ შავ ზღვაზე აღარ შენდება რუსული ბაზა?

ან იქნებ ისეთი ქართულ-ევროპულ-ამერიკული საინვესიტიციო პროექტი დავიწყეთ, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მსგავსად დაიცავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას
ხოდა ამის ნაცვლად

ვაიძულე, ვაღიარებინე, ვაიძულე

P.S. – ჰოდა, ის მინდოდა მეკითხა გულზე ხელი დაიდეთ რამდენმა დაგუგლეთ წუხელ ალისონ ბეკერის ტრამვის ხანგრძლივობათქო”- წერს თინა ხიდაშელი.

ამ თემაზე:

ბიძინა ივანიშვილი წერილს ავრცელებს

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა