არის გარკვეული ალბათობა იმისა, რომ კორონა ვირუსი შეიძლება მოგვევლინოს მსოფლიო პოლიტიკური და ფინანსური სისტემის ცვლილების კატალიზატორად

1091
წაკითხვა/ნახვა
_____________________________________ IMG.GE

ნიკოლოზ შენგელია – არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ოპერაციების  ვიცე-პრეზიდენტი


“რამდენი ადამიანი ცხოვრობს ჩინეთში მილიარდ 370 მილიონი თუ მეტი ეს ზუსტად არავინ იცის. ჩინეთში უკვე დიდი ხანია მოქმედებს მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შემაჩერებელი პროგრამები, მაგალითად როგორიცაა ერთი ოჯახი, ერთი შვილის ყოლის პროგრამა.

დღეს ჩინეთი ეს არის ერთი დიდი ქარხანა, საიდანაც იწარმოება თითქმის ყველა სახის პროდუქცია, რომელიც იყიდება მთელ მსოფლიოში.
გლობალიზაიის გავლენით ვერცერთ მაღალგანვითარებულ და თუნდაც განვითარებად ქვეყნებს ჩინური პროდუქციის გარეშე უკვე არსებობა გაურთულდება. საკუთარი წარმოება ან არ აქვთ ანდა იქედან შემოტანილი ნედლეული და პროდუქცია იაფია.

მოსახლეობის რიცხოვნების შემცირება ომის გზით აქ შეუძლებელია, რადგანაც პრობლემები შეექმნება მთელი სამყაროს ქვეყნების ეკონომიკებს რომელსაც ემსახურება ჩინური პროდუქცია.

ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსი სწორედ ის შემთხვევაა, რომელიც შეამცირებს მოსახლეობის რიცხოვნობას,თან ისე, რომ ეს ერთი დიდი ქარხანა როგორიც ჩინეთია არ გაჩერდეს.

2003 წელს ჩინეთს გადაუარა პნევმონიის ვირუსმა, რომლის დროსაც დაავადდა 8000 ადამიანი და დაიღუპა 800.

მივაქციოთ ყურადღება, 2003 წელშიც და 2020 წელში ორივე ვირუსი გავრცელდა ქალაქ უხანიდან.( საინტერესო დამთხვევაა) კორონა ვირუსის შემთხვევაში მონაცემებით ჯერ ჯერობით დაავადებულია 1000 ზე მეტი და დაღუპულია 100 ზე მეტი ადამიანი.

ჩინელების 95% მდე ცხოვრობს ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ მოსახლეობის ცენტრად ითვლება ხუბეს პროვინცია,რომელშიც შედის ქალაქი უხანი 11 მილიონზე მეტი მაცხოვრებლით. უხანი სარკინიგზო,საჰაერო და საავტომობილო მიმოსვლებით მიიჩნევა ერთ ერთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძად.

როდესაც მოსახლეობა გარკვეულ უბანზე მჭიდროდაა დასახლებული ამ შემთხვევაში ინფექია თანაბრად გამოიშლება პირველყაროდან . დაღუპულთა მაჩვენებელი 2003 წლებში და დღევანდელ შემთხვევაში, მთლიან მოსახლეობასთან მიმართებით ძალიან ცოტაა,რომელიც ჩინელთა დემოგრაფიულ მონაცემებს დიდად ვერ შეცვლის.

სავარაუდოდ არ დგას ამოცანა იმისა, რომ მასობრივად მოხდეს ძალიან დიდი ნაწილის დაღუპვა, ამ შემთვევაში საფრთხე ექმნება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას და საერთოდ მისი ადგილისა და როლის დაკარგვას მსოფლიო გეოპილიტიკურ და ფინანსურ სისტემაში. სავარაუდოდ საუბარია მხოლოდ მოსახლეობის ზრდის რიცხოვნობის შენელებაზე.

წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იღუპება ჩინეთში დღის განმავლობაში, ავარიებში, კრიმინალის დროს, ინფარქტის,სხვა დაავადების ან და სხვა შემთხვევებში. ანუ ვგულისხმობთ ჩვეულებრივ სიტუაციებში. დარწმუნებული ვარ ეს მონაცემები დღეში იმ ქვეყნის მაცხოვრებელთათვის, როგორიც ჩინეთია დღეში 100 შემთხვევაზე მეტი ნამდვილად იქნება, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში საინტერესო ნამდვილად არაა.

რატომაა საინტერესო კორონა ვირუსი?

მაშინ როდესაც მჭიდროდ დასახლებულ რაიონში სწრაფად იღუპებიან ადამიანები, სასწრაფოდ მისაღებია ზომები ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან. კერძოდ ეპიდემიების შემთხვევაში სასწრაფოდ იწყებენ სავალდებულო აცრებს. მაგრამ ვინ ამოწმებს ვაქცინის შემცველობას? მთავარია ვაქცინამ განკუროს ვირუსი და არავინ იკვლევს და აკვირდება მის მოქმედებას შორეულ მომავალში. ასეთი კვლევის ჩატარებას ხანგრძლივი დაკვირვება და დიდი დრო სჭირდება, მაგრამ როდესაც ეპიდემიაა – მოსახლეობა პანიკაშია, ვაქცინის კვლევას, თუ რა შედეგებს მოიტანს ის მომავალში დაელოდება.

მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვირუსის გადატანა ხდება ჩინეთის მოსახლეობის მხრიდან სხვა ქვეყნებში გადაფრენის დროს და რათქმაუნდა არავინ აკრძალავს ფრენებს ან საქონლის სრულიად იმპორტს ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობას. ამიტომაც ეპიდემიის შემთხვევაში მთელი მსოფლიო ვალდებულია დაეხმაროს ჩინეთის ხელისუფლებას კვლევასა და ვაქცინის შექმნაში მოკლედ ეპიდემიის გავრცელების შეჩერებაში. ჩინეთი დიდი სიხარულით გაუღებს ყველას კარს და მიიღებს დახმარებებს, რათა კვლევები ჩატარდეს და ვაქცინა შეიქმნას.

ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ინფორმაციულ ერაში, სადაც არიან კეთილი და ბოროტი ძალები. ბოროტ ძალებში შედის ისეთი ფენომენი, როგორიცაა კაპიტალი. მფლობელებმა, რომ კაპიტალი გაზარდონ და მეტი კეთილდღეობა მოიპოვონ, ისინი უკან არაფერზე დაიხევენ.

ამისათვის საჭიროა მოსახლეობას შეუქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ აიძულო რამე იყიდოს ან გაყიდოს, გავიხსენოთ რა ამბები იყო ქათმის გრიპზე, ღორის გრიპზე, პნევმონიაზე. სადაა ეს ვირუსები? ვირუსის საწინააღმდეგო პრაპარატები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამიტომ ლოგიკურად იბადება კითხვა, ხომ არ არის ეს კომერციული ინტერესების გამო წამოწყებული ეპიდემია.?

ახლა განვიხილოთ კორონა ვირუსი პოლიტიკური კუთხით.

ის ზომები, რასაც დღეისთვის ჩინეთის მთავრობა კორონა ვირუსთან პრევენციული ზომების ფარგლებში იღებს არ არის იმ საფრთხის საპირწონე, რაც შეიძლება ამ ვირუსმა მოცემულ ეტაპზე მოიტანოს. კერძოდ, დახურულია ჩინეთის ერთ ერთი დიდი სატრანსპორტო საკვანძო ქალაქი უხანი. ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო უზღუდავს გასვლას ქვეყნიდან.

დახურულია ინფორმაციები ამ ქალაქებიდან. ამ რეგიონში ადამიანები მალე დაანებებენ სამსახურში სიარულს თავს, სკოლები დაიკეტება, უნივერსიტეტში სტუდენტები არ ივლიან. ეს გადაედება სხვა ქალაქებსაც და მარტის ბოლოს გამორიცხული არაა ჩინეთში დემონსტრაციები დაიწყოს მთავრობის გადაყენების მოთხოვნით.

გავიხსებოთ ტენ ენ მის მოედნის მოვლენები,სადაც გამოვიდნენ სტუდენტები მიტინგზე, მაშინ ინფლაცია იყო ამის მიზეზი და ლიბერალური ძალების მხრიდან მოხდა ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობა.ეს მცდელიბა ჩახშობილი იქნა ჩინეთის სახალო განმათავისუფლებელი არმიის მიერ.

დავაკვირდეთ მოვლენას, ინფორმაცია კორონა ვირუსის შესახებ გავრცელდა 2020 წლის 6 იანვარს, აღნიშნული გაავრცელა არა ჩინეთის საინფორმაციო სააგენტომ არამედ ამერიკულმა სააგენტომ.

ამ ინფორმაციამდე: ორი დღით ადრე ლიკვიდაციას უკეთებენ ირანის ერთ-ერთ სამხედრო დაჯგუფების ლიდერს სოლეიმანს.

ამავე დღეებში ლიკვიდაციას უკეთებენ ქურთების დაზვერვის ხელმძღვანელს, ასევე ლიკვიდაციას უკეთებენ ტაივანის გენერალური შტაბის ხელმძღვანელს.

ყველაფერი ეს მოხდა 5 იანვრამდე და 6 იანვრიდან დაიწყო ამ ვირუსის შესახებ განცხადების გავრცელება ამერიკული საინფორმაციო საშუალებების მხრიდან.

ახლა შევხედოთ, თუ ვინ არიან ის ჩინოვნიკები, რომლებსაც გადაკეტილი აქვთ რეგიონი და აკონტროლებენ იქ სიტუაციას. ესენია: უხანის მერი,( 6 იანვარს იგი როტაციული წესით უნდა ჩანაცვლებულიყო,მაგრამ ეპიდემიის გამო ისევ თანამდებობაზეა) ხუანგანის მერი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, ქალაქ სუ დჟუს მერი, ჩინეთის პრემიერი. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის „კომკავშირს“.

თუ გავაკეთებთ პარალელს რუსეთის კომუნისტურ პარტიასა და მის კომკავშირს შორის, რუსეთის კომკავშირი იყო პარტიის შვილობილი ორგანიზაცია, ხოლო ჩინეთში კი „კომკავშირი“ იქმნებოდა კომუნისტური პარტიის პარალელურად და იქაური კანონმდებლობის თანახმად კომუნისტურ პარტიას არ აქვს უფლება ჩაერიოს კომკავშირის საქმიანობასა და მისი ლიდერების შერჩევაში.

აქედან ისახება სურათი, რომ „კომკავშირი“ ცდილობს შეარყიოს ჩინეთის ხელისუფლება ვირუსის მიერ გამოწვეული უკმაყოფილო მოსახლეობის ფონზე. რამდენადაც ცნობილია ჩინეთის კომკავშირი ასოცირდება ლიბერალურ ძალებთან.

ჩინეთში არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება დღეს რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არაა,რადგანაც ასეთის შემთხვევაში ის დაკარგავს მეკავშირეს.

და ბოლოს ასევე შეგახსენებთ , რომ უხანი არის რევოლუციური ქალაქი. ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს ეს ის ერთადერთი ქალაქია ,რომელიც არმიან აიღო ბრძოლით. ეს ის ქალაქია საიდანაც დაიწყო ჩინეთის მონარქიის დამხობა.

მოკლედ, რომ ვთქვათ არის გარკვეული ალბათობა იმისა,რომ კორონა ვირუსი შეიძლება მოგვევლინოს მსოფლიო პოლიტიკური და ფინანსური სისტემის ცვლილების კატალიზატორად.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE