პრემიერმა მთავრობის სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა

251
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმ კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა, გიორგ გახარიას შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, საქართველოში ვირუსის შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით ეფექტური ნაბიჯები გადადგა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა განკარგულებაზე, რომლის მიხედვით 2020 წლის 29 მარტამდე, ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები შეწყდა.

„ჩვენ მივიღეთ პირველ რიგში გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს დროებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტას და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დღეს შეგვეძლო გადაგვედგა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გამოვლინდება მსგავსი ვირუსი, ჯანდაცვის სისტემა დღეს სრულად არის მზად, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას.

„ჯანდაცვის სამინისტრო არის ამ მიმართულებით მაკოორდინირებელი ორგანო, სხვა უწყებებიც და შესაბამის უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ სრულად კოორდინირებული შესაბამისი ქმედებები ჰქონდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE