ბაკურ! გასახლებისთვის ვერ გაგიმეტებ, აი ყურს კი, ნამდვილად აგიწევდი ამ სიბრიყვისთვის – თაკო ჩარკვიანი

408
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

პოლიტიკური პარტია “კანონი და სამართალი”-ს დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი პროდიუსერ ბაკურ ბაკურაძის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება, რომელიც გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

“ბაკურ! იმ საქართველოს რა ვუთხარი, შენ, რომ ირმა გიგანი, მამუკა ჩარკვიანი , თაკო ჩარკვიანი, ჩემი მეგობრები, ახლობლები, ნაცნობები, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები, – თამარ ივერი, ანიტა რაჭველიშვილი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ლიზა ბათიაშვილი, ნინო ანანიაშვილი, პაატა ბურჭულაძე, ხატია ბუნიათაშვილი, ნინო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი და ვინ მოთვილის, აი შენ , რომ უნდა გაასახლო, იმ საქართველოს რა ვუთხარი და კიდევ იცი რააა? მართლა ფიქრობ და ასეთი ცუდი წარმოდგენა გაქვს საქართველოზე, რომ ოდესმე ამ სიამოვნებას მოგანიჭებს?? რა “საყვარლად” ცდები ბიჭუნა –  შეეცადე, ჩემი რჩევაა, ასეთი სიბინძურეები არ დაწერო- შენ, რომ გგონია, ისე “ია-ვარდებით” არ გეგონოს სიტყვების სროლა ყმაწვილო- პასუხისმგებლობაა დიდი- ეს რუსეთი არ არის საბედნიეროდ! გასახლებისთვის ვერ გაგიმეტებ, აი ყურს კი , ნამდვილად აგიწევდი, ამ სიბრიყვისთვის!!!”– მიმართავს თაკო ჩარკვიანი.

ამ თემაზე:

დიდი სიამოვნებით გადავასახლებდი იმ 42%-ს, რომელმაც ვაშაძეს მისცა ხმა – ბაკურ ბაკურაძე

თქვენი კომენტარი?
IMG.GE