განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

თაკო ჩარკვიანი – პარტია “კანონი და სამართალი” (დამფუძნებელი)


ისე იქცევით ხელისუფლებავ და ისეთ განცხადებებს აკეთებთ ამერიკის – ჩვენი მთავარი პარტნიორის მისამართით, ქვეყანაში ისეთი “რუსული-ბეზპრიძელია ”, ისეთი გაჭირვებაა და ფეოდალური დამოკიდებულებაა ხალხის მიმართ, ისე გააჩერეთ და  დააპაუზეთ ქვეყანა (განზრახ და ამას დიდი ხანია ვამბობ, რომ განზრახ აკეთებს ივანიშვილი ამას), რომ კაბინეტებიდან გამოგათრევთ ხალხი, თქვე ქვეყნის გამანადგურებლებო.

ჰეი, მანდ ხელისუფლებაში განცხადებებს, რომ აკეთებთ, ცოტა ფრთხილად, ენას კბილი დააჭირეთ და პატივი ეცით ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს გზა დასავლეთის გზაა, როდესაც ამერიკა ინტერესდება აქ მიმდინარე მოვლენებით, იმიტომ კი არ ინტერესდება, რომ  კოლონია ვართ, ან  პატრონყმული დამოკიდებულება აქვთ, როგორც, ამას ზოგიერთი იდიოტი ამბობს,  არა, ინტერესდება იმიტომ, რომ აინტერესებს, აქ ჩადებული მილიარდები, ჩვენს დასახმარებლად, სად და რა ტიპის ქვეყანაში იდება?!

ანუ ხომ არ შეიცვალა კურსი, ვექტორი -ამ ხალხის დაქირავებულმა ხელისუფლებამ და ხალხის ნების წინააღმდეგ, ხომ არ მიდის და დიქტატურული მმართველობისკენ ხომ არ მიჰყავს ქვეყანა ამ ხელისუფლებას,აი ამიტომ მოდის სენატორებისგან, ამიტომ მოდის ეს საგანგაშო წერილები უმნიშვნელოვანესი და უძლიერესი პარტნიორისგან, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს უფრთხილდება ცხადია! ასე, რომ ციც!, პატივი ეცით ხელისუფლებავ ქართველი ხალხის არჩეულ გზას, თორემ, აი მართლა…” – წერს თაკო ჩარკვიანი.

თქვენი კომენტარი?