ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე “ქართული ოცნების” დეპუტატებს ბრალი წარედგინათ

311
წაკითხვა/ნახვა
_____________________________________ IMG.GE

 თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების  დეპუტატებს: ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 

საქმე ეხება 2020 წლის 24 იანვარს მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE