განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

ჟურნალისტმა თეონა გეგელიამ “იმედი” დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“5 წელი ვიმუშავე „იმედში“ სხვადასხვა პოზიციაზე: თავიდან „ქრონიკაში“, რადიო „იმედში“ გადაცემის წამყვანად, ორი გადაცემა მიმყავდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში – ჯერ „პოლიტიკა“ და ბოლოს „იმედი Live“, ვიყავი ჰოლდინგის მთავარი საინფორმაციო გამოცემის imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორი მისი შექმნის დღიდან, 2016 წლის დეკემბრიდან – დღემდე.

ჩემთვის ყველაზე ღირებული იყო „იმედინიუსზე“ მუშაობა და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის არხის ყოფილ ხელმძღვანელს, გოგა კალანდარიშვილს.

ჩემი სურვილით და არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დღეს დავტოვე imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორის პოზიცია, შესაბამისად „იმედის“ ჰოლდინგთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა აღარ მაკავშირებს. არსად გადავდივარ, მივდივარ სახლში.”– წერს თეონა გეგელია.

თქვენი კომენტარი?