დაისვენე საქართველოს საკურორტო ზონებში Aparto.ge – სთან ერთად

452
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ზაფხული დასრულდა და დაიწყო მომაბეზრებელი ცივი ზამთარი, რაც თავისთავად დაკავშირებულია სიცივესთან, უხასიათობასთან და შავ-თეთრ დღეებთან.
ამ პრობლემის მოგვარება მარტივად არის შესაძლებელი Aparto.ge – ს დახმარებით.
თქვენ შეგიძლიათ პარასკევს დამღლელი დამუშაო დღის შემდეგ, თქვენ ოჯახთან ერთად მოიძიოთ საკურორტო ზონებში თქვენთვის სასურველი ბინა და გაემგზავროთ დასასვენებლად.

Aparto.ge ზე წარმოდგენილია შემდეგი პოპულარული საკურორტო ზონები

ბინები დღიურად გუდაურში
ბინები დღიურად ბაკურიანში

ბაკურიანი პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელსაც ზამთარში უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი დამსვენებელი სტუმრობს. ბაკურიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან დაახლოებით 2 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს.

ბაკურიანი გარდა იმისა, რომ სათხილამურო კურორტია თუ არამოთხილამურე ხართ, თქვენთვისაც არსებობს დასვენებისა და გართობის უამრავი საშუალება. არ არის აუცილებელი გიყვარდეთ სრიალი, რადგან ბაკურიანი მხოლოდ სრიალის მოყვარულთათვის არ შემოიფარგლება. ბაკურიანში დარჩენის უამრავი ალტერნატივაა და მათ შორის, შეგიძლიათ, იქირაოთ კოტეჯი მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. გართობის მხრივ, აქ არის ციგები, საბაგიროები, რესტორნები, კაფეები და საციგურაო მოედანი.

თოვლით გადაპენტილი წიწვოვანი ტყე, უამრავი დამსვენებელი, ბევრი მხიარულება და ღონისძიება ბაკურიანში, შეგიქმნით იდეალურ ადგილს დასასვენებლად. ბაკურიანი თავისი ადგილმდებარეობითა და გართობის უამრავი შესაძლებლობის თვალსაზრისით არამოთხილამურისთვის კარგი ადგილია ზამთარში.

ბინები დღიურად ბორჯომში

ბალნეოლოგიური კურორტი – ქალაქი ბორჯომი ქართველებისთვის ერთ-ერთი კარგი საკურორტო ადგილია. ბორჯომი თბილისიდან 155 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და იქ ჩასასვლელად 2 საათია საჭირო.

კურორტის ყველაზე დიდი სიმდიდრე, ბორჯომის მინერალური წყლებია. თუმცა, მხოლოდ ეს არ მოიცავს კურორტის დადებით მხარეს. ბორჯომი ზამთარში შესანიშნავი ადგილია, რადგან აქ ბევრია როგორც კულტურული ასევე ისტორიული ძეგლები.

ბორჯომში შეგიძლიათ მოინახულოთ ბორჯომის ცენტრალური პარკი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. პარკთან ახლოს არის საბაგირო, საიდანაც ბორჯომის ულამაზესი ხედი იშლება.

როგორ მოვიძიო სასურველი დასასვნებელი ბინა უმოკლეს დროში?

შედით Aparto.ge – ზე:

ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი კატეგორია
წვეულება, დაბადების დღე, წყვილისთვის, საკურორტო ზონა, ოჯახური განტვირთვა, ტურისტებისთვის, ძვირადღირებული აპარტამენტი.

ამოირჩიეთ შესაფერისი აპარტამენტი და დაუკავშირდით ბინის მეპატრონეს.
თქვენ აღარ მოგიწევთ 5 ზარის განხორციელება სასურველი აპარატამენტის მოსაძიებლად რაშიც Aparto.ge ს დახვეწილი კატეგორიზაციის სისტემა დაგეხმარებათ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE