დიახ, ჩემი ყურით მოვისმინე, ძალიან ცუდი და საშიში სუნი ასდის ამ ვაშაძეების პროვოკაციას – დავით მირცხულავა

388
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ავრცელებს ინფორმაციას იმ გეგმების შესახებ, რაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: “ველოდებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას”.
პრეზიდენტი მაკრონი- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამ დროს…ვაშაძეები “მეიდნის” მოწყობას,სრულ რადიკალიზაციას,არეულობას აანონსებენ თბილისში კვირას. ვის ინტერესშია ეს, ძნელი მისახვედრია?

ვერ პატიობენ საქართველოს საზოგადოებას მეორე ტურს, სრულ მობილიზებას ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში, როცა მოსახლეობამ აშკარა და მტკიცე უარი უთხრა მათ საბჭოთა “მგიმო” დამთავრებულ კანდიდატს.( კითხვას ვსვავ: თუ დიდ, ევროპულ, ნატოს წევრ პოლონეთისათვისაა მიუღებელი და ძალიან საშიში, რუსეთის,საბჭოთა, მეტად სპეციფიური “მგიმო” დამთავრებული სახელმწიფო სამსახურში,ჩვენთან ამ დიდ რისკებს მავანი და მავანი ვერ აცნობიერებენ, ვერ გრძნობენ? ამ სხვა რუსული კულტურის მატარებელ დიპომატს და იმპრესარიოს ქვეყანა უნდა დავანგრევინოთ ? უკვე თბილისში უნდათ მავრთულხლართების აღმართვა…

განსაკუთრებით ჟურნალისტებს ვთხოვ,ვემუდარები, დაფიქრდნენ ნუ გადაიქცევიან კატალიზატორებად ამ უცხო ქვეყანაში დაგეგმილი არეულუობის.მათ მოზომილ სიტყვას დიდი მნიშნელობა აქვს,ხომ გესმით, რა და რა არეულობა ამ ქვეყანას არ ჭირდება…,თქვენ ოჯახებს შვილებს არ ჭირდებათ…

რატო მგონია ასე, დიახ ჩემი ყურით მოვისმინე გუშინ საღამოს ფილარმონიიდან გამოსულების, ვერის ბაღში შემოსულების,აჟიტირებულების “დაპირებები”, რომ გამარჯვებას ანახებენ სალომეს,ქვას ქვაზე არ დატოვებენ თბილისში. კი უპასუხეს “სტუმრებს” გუშინ ვერის ბაღში ძალიან,ძალიან “ომახიანად” – მოდით, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს შეძახილებით…მაგრამ ვიგრძენი,რომ ეს ძალიან საშიშია, ძალიან ცუდი და საშიში სუნი ასდის ამ ვაშაძეების და “უცხო კაცის” “სკაიპით” დაწყებულ პროვოკაციას.”, წერს  დავით მირცხულავა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE