საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა რომის მსოფლიო თასზე წარმატებულად იასპარეზა

301
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა რომის მსოფლიო თასზე წარმატებულად იასპარეზა.

ტურნირის გამარჯვებულები ანტონ პლესნოი (96 კგ) და ლაშა ტალახაძე (+109 კგ) გახდნენ, რომლებმაც ამასთანავე ატაცსა და აკვრაში მცირე ოქროს მედლები მოიპოვეს.

ვერცხლის პრიზიორი გახდა შოთა მიშველიძე (61 კგ), რომელმაც მცირე ვერცხლის მედლებიც დაისაკუთრა.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა გოგა ჩხეიძე (67 კგ). გარდა ამისა, გოგამ აკვრაში მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ რომის მსოფლიო თასზე, გიორგი ასანიძის გუნდიდან ოთხივე სპორტსმენი ავიდა კვარცხლბეკზე. მედლების გარდა, ქართველმა ძალოსნებმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები მოიპოვეს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE