აქტივისტი დოდი ხარხელი 4 ოქტომბერს, ათონელის რეზიდენციასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების დაშლის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ წინა პერიოდისგან განსხვავებით, როდესააც მათ “ხარება” ხელმძღვანელობდა, ახალი ხელმძღვანელის პირობებში ისინი ეფექტურად მოქმედებდნენ და არავინ დაშავებულა.
“გუშინდელ რობოკოპებს/გდდს ემჩნეოდათ, რომ მათ აღარ მართავთ არაფხიზელი ფეთქებადი სისხლისმოყვარული ხარება.
მინიმალური ჩარევით და ეფექტურად დაშალეს, რაც დასაშლელი იყო. დარბევასაც ვერ დავარქმევდი მართლა.
ყველანაირი ისტერია, რომ “ბავშვები დალეწეს” – უბრალოდ ინფორმაციის არასწორი ფორმულირებაა, რადგან თუ დეკემბერში ჩემი ყველა მეგობრის სისხლიანი სახეების ფოტოები მქონდა ფიდში, დღეს ერთიც არ მინახავს ასეთი.
ათონელზე/ფურცელაძეზე ვტრიალებდი, იქ არც ალყა იყო და არც არავის “ჟლეტდნენ”. უბრალოდ ვიყავით, პერიოდულად იყო ჭავლი და გაზის კაპსულები, რომელთა ძირითად ნაწილსაც ანეიტრალებდნენ ჩვენები. მერე მბეზრდებოდა, ავდიოდი რუსთაველზე – იქ უცებ გავიგებდი მიკროფონში ყვირილს, რომ ათონელზეეეე ბააავშვები იღუპებიაან, გამისკდებოდა გული, რომ ალბათ რაღაც მოხდა, სანამ ეს ქუჩა ამოვიარე და ვბრუნდებოდი უკან.
და უკან ისევ იგივე, ნუ პერიოდულად ჰეროიკული სულისკვეთებით განმსჭვალული უპირბადეო ადამიანები, რომლებსაც თვალები ეწვოდათ და მერე იქვე ფიზიოს ასხამდნენ სხვები. მოკლედ, დეკემბრის პატარა ფლეშბექ/პრომო გამოცდილება, პატარა ატრაქცია, მძაფრი შეგრძნებები – უსაფრთხო გარემოში.
დღეს ათასი სიგიჟე კი იწერება აქ, და მეე როდიის რაას მივხდიიი და რისი მჯეროდა და ვისი არა, ამით ეთერს არ დავაბინძურებ. მაგრამ სულ იქ ვიქნები, სადაც მეგონება, რომ ვჭირდები ჩემს ქვეყანას დღესაც, ხვალაც და ბოლომდე.
უბრალოდ ამ დაკვირვების გაზიარება მინდოდა, რომ არ ჩანდეს რომ მართლა იქ რამე დიდი ბრძოლა იყო ქვემოთ და ზემოთ ხალხს “ეკიდა”, ან რომ ხალხი მართლა დალეწილია.
ამით ვაუფასურებთ იმ წამებას, რაც მართლა გაგვატარეს ნოემბერ-დეკემბერში. რომლის მერეც გდდ-ს უსწავლია ჭკუა და ჩვენ – თურმე არც ისე.“- წერს დოდი ხარხელი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს