ბოლო ამბები
08/10/2025

50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას და ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, შეუძლებელია ასე გაგრძელდეს – ირაკლი კობახიძე

გაზიარება

50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას, ძალადობს 4 მლნ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა და სიწყნარე ამ ქვეყანაში, წინსვლა და განვითარება, ხომ შეუძლებელია, რომ ასე გაგრძელდეს და ეს დავუშვათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები, კანონის ფარგლებში მიიღებენ პასუხს ამ ძალადობაზე.

„ჩვენი მეთოდური მიდგომებით ყველა დაელოდოს, როგორ გაგრძელდება პროცესები. ნული თანაგრძნობა – ამას იმსახურებენ ეს ადამიანები. უცხოური აგენტები ვერ დაიმსახურებენ ვერავითარ თანაგრძნობას სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან. კანონის ჩარჩოებში და ფარგლებში ისინი მიიღებენ პასუხს იმ ძალადობაზე, რომელსაც ისინი სჩადიან 4 მლნ ადამიანის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში,“- განაცხადა პრემიერმა.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა