აშშ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

287
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ამერიკის შეერთებული შტატები სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს. მისალოც წერილს საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს, რომელშიც ასევე აღნიშნულია ის ხარვეზები, რაც ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ აღმოაჩინა.

“ამერიკის შეერთებული შტატები სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. არჩევნები არის დემოკრატიის საფუძველი და ამ განწყობით ჩვენ ვეთანხმებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის წარმოება. ასევე, სხვა ხარვეზებთან ერთად, ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეშფოთებას სახელმწიფო რესურსების ერთი მხარის სასარგებლოდ არასათანადოდ გამოყენების შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას ეუთოს მისიისა და სხვა დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები და მზად ვართ ამ ძალისხმევაში დავეხმაროთ მათ.

შეერთებული შტატები და საქართველო არიან და იქნებიან ძლიერი პარტნიორები. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიას, კეთილდღეობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მხარს ვუჭერთ საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას და მზად ვართ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიმუშაოთ ამ ქვეყნის წარმატებისთვის.”– ნათქვამია წერილში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE