ეს ერთი ჯგუფია, რომელსაც ასევე ერთადერთი მიზანი აქვს – ირმა ინაშვილი

348
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ირმა ინაშვილი – “პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი


“ისეთი ნიშნისმოგებით წერს “ქართული ოცნების” ზოგიერთი მხარდამჭერი,- ბათუ ქუთელია ყოფილა ნაცმოძრაობის ლობისტების მოკავშირეო, თითქოს დღეს აღმოაჩინეს, რომ მაკკეინის ინსტიტუტი… არა ნატოს, არამედ საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, მედიის განვითარების ფონდი და სხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები დიახაც რომ სააკაშვილ-ბოკერიას დასაყრდენნი არიან.

ეს ერთი ჯგუფია, რომელსაც ასევე ერთადერთი მიზანი აქვს- დაიბრუნოს ხელისუფლება! ადგილობრივ სივრცეში ამ ორგანიზაციების 99%-ს ხელმძღვანელი პირი ნაცმოძრაობის ხელისუფლების ექსჩინოსანია, რომელიც ამჟამად ან სააკაშვილის, ან ბოკერიას პარტიას, ან ორივეს ერთად “ქაჩავს” და აქ მათ ხელში ყველაზე ნაცადი იარაღი არასასურველი ოპონენტების დისკრედიტაციაა.

მეგობრებო, თუ ეს მარტივი რეალობა დღეს აღმოაჩინეთ, გილოცავთ, ერთი ნაბიჯით წინ ხართ! მე სულ სხვა კითხვა მაქვს: ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტები, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარეები ყოველი წლის სექტემბერში ამ პოლიტიკურად მიკერძოებული “არასამთავრობო ორგანიზაციების” კონფერენციას (მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციას ვგულისხმობ) რომ ესწრებიან, მაშინ დარბაზში ვერც ბათუ ქუთელიას ხედავენ, ვერც დავით  სიხარულიძეს, ვერც სააკაშვილ-ბოკერიაზე გადარეულ ბრაიზას, კრამერს, ვოლკერს?! თუ რენდი შენემანის ფაბიტუსს არ იცნობენ?! და თუ იციან, სადაც მიდიან, რატომ მიდიან ნაცმოძრაობის ლობისტების შეკრებაზე, მათი გამოსწორების იმედი აქვთ, თუ გადმობირების?  ანგარიშს ვის აბარებენ, რატომ აბარებენ? რომელ დემოკრატიულობას თამაშობენ, კოაბიტაციურს? ამ თამაშის გამოა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და “ქართული ოცნება” იგივეს აგრძელებს, ზუსტად იგივეს.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE