“ახლა გასაგებია, თუ რა ინფორმაცია მიეწოდებოდათ ამერიკელ კონგრესმენებს” – დავით ჩიხელიძე

506
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ჩიხელიძე – “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი


როგორც ჩანს, ნაციონალურ მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ ძალებს ტყუილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. დოკუმენტურად დადასტურდა, რომ “ორიონ სტრატეჯი”-სა და ქართულ ოპოზიციურ პარტიას შორის გასული წლის ოქტომბერში გაფორმებულ ხელშეკრებულებაში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლად ბათუ ქუთელია არის დასახელებული. ახლა გასაგებია, თუ რა ინფორმაცია მიეწოდებოდათ ამერიკელ კონგრესმენებს.

ბათუ ქუთელია გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი, რეალურად კი არასამთავრობოს სახელს ამოფარებული, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი აღმოჩნდა, როგორც თვითონ აცხადებს, ხელშეკრულებაში მისი სახელის არსებობა შეცდომა და გაუგებრობა არის. „მე არ გახლავართ არცერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში“ – ამბობს ქუთელია.  

რამდენიმე თვის წინ გადაღებული სურათი სხვა რამეზე მეტყველებს,ფაქტია, ბათუ ქუთელია, მისი წარსული და ამჟამინდელი საქმიანობით მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან და მისი სახელი სწორედ ნაციონალებთან ასოცირდება.

საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების ღირებულება ასეულობით ათას დოლარს შეადგენს. მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებში კი, ასეთი „მექნიკური შეცდომები“ არ ხდება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE