ბოლო ამბები
23/10/2025

მე ვიცი, რომ ფარცხალაძის ოჯახიდან არაფერი არ არის ამოღებული – ნანა კაკაბაძე

გაზიარება

“მე ვიცი, რომ ფარცხალაძეების ოჯახიდან არაფერი არ იქნა ამოღებული, მე მის დედასთან მაქვს ურთიერთობა და ზუსტად ვიცი”– განაცხადა ნანა კაკაბაძემ 21 ოქტომბერს, გადაცემა “უცნობის კიდობანში” სტუმრობისას, როდესაც ისაუბრა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკასა და დიდი ოდენობით თანხების, ასევე ოქროულობის ამოღებაზე.

ნანა კაკაბაძის თქმით, საქმის ირგვლივ ბუნდოვანება არ უნდა იყოს და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თუ ვის ეკუთვნოდა ამოღებული ნივთები, ფული და ძვირფასეულობა, ასევე უნდა იცოდეს ხალხმა, თუ რა წარმომავლობის თანხებია.

 

 

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა