ჩვენთვის დასაფასებელ ცნობილ ადამიანებს ვთხოვდი, მაქსიმალურად მოერიდონ ხელისუფლებ(ებ)ის პროპაგანდირებას მათ გვერდით დგომით

532
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

არჩილ გამზარდიას გამოხმაურება მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძისა და პრემიერ-მინისტრ გახარიას ერთობლივ ფოტოსთან დაკავშირებით.


“კარგი მსახიობობა ან სპორტსმენობა კარგ მოქალაქეობას ავტომატურად არ ნიშნავს. ჩვენთვის დასაფასებელ ცნობილ ადამიანებს ვთხოვდი, კარგ მსახიობობასა თუ სპორტსმენობასთან ერთად კარგი მოქალაქეებიც ყოფილიყვნენ და მაქსიმალურად მოერიდონ ხელისუფლებ(ებ)ის პროპაგანდირებას მათ გვერდით დგომით.

ყოველთვის საშინელი დასანახი იყო ეს “ერთად დგომა”, შევარდნაძის ხელისუფლება იქნებოდა, სააკაშვილის თუ ივანიშვილის, რადგან ჯერ, სამწუხაროდ, საქართველოს არ ჰყოლია ხელისუფალი, რომელიც იმსახურებს ავტორიტეტული ადამიანების გვერდით დგომას.

ბევრი თქვენგანი იმაზე ბევრად მეტს ქმნით ჩვენი სამშობლოსათვის, ვიდრე შეიძლება ჩვენ გაგვიკეთებია, მაგრამ ხალხის მოძულე ხელისუფლების თუ ზოგადად, მსგავსი პოლიტიკოსების გვერდით დგომა, სამწუხაროდ, თქვენივე წარმატებებს აცამტვერებს და ფასს უკარგავს.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE