“TV იმედი”, სამარცხვინოები ხართ, კომენტარზე აღარასდროს მოხვიდეთ -ლევან ნატროშვილი

437
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ტელეკომპანია “იმედს”ინფორმაციის დამახინჯებასა და მათი კომენტარის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმატით გავრცელებაში ადანაშაულებს. ლევან ნატროშვილის თქმით, ამ ფორმით ისინი განზრახ ცვლიან ინფორმაციის შინაარსს მათ სასარგებლოდ.

“დღეს ჩვენთან მოვიდა ტვ „იმედის” ჟურნალისტი, რომელსაც ნახევარი საათის განმავლობაში ვუხსნიდი (უკვე მერამდენედ), რატომ ვისაუბრეთ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბებაზე საჯაროდ და რატომ არის მნიშვნელოვანი, პროკურატურამ გამოძიოს მსგავსი შემთხვევები.

ჟურნალისტი კი სვამდა პროვოკაციულ კითხვებს და ვატყობდი, რომ რაღაც სასურველი ვერსიის აწყობას ცდილობდა. თუმცა, ასეთ სიუჟეტს ნამდვილად არ მოველოდი. ისე დაჩეხეს და დაამონტაჟეს კომენტარები, რომ ჩვეულებრივ იდიოტებად გამოგვიყვანეს. ეს აღარ არის ჟურნალისტიკა.

ჰოდა, TV Imedi! პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ ხართ სამარცხვინო, ჯიბის ტელევიზია. კომენტარზე ჩემთან აღარასოდეს მოხვიდეთ. თუ რამე გაინტერესებთ ჩვენგან, დაგვპატიჟეთ გადაცემაში და პირდაპირ ეთერში ნახოს მაყურებელმა, ვინ აჯობებს სიტყვა-პასუხში. ნახოს ხალხმა, ვინც ხართ რეალურად. დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.”– ამბობს ლევან ნატროშვილი.

 

თქვენი კომენტარი?