ისევ ლაშა ტალახაძეო – გაგახსენოთ, ვინ როგორ იგულავეთ ივანიშვილის მიერ თქვენი პარტიული ოჯახებისთვის ნაჩუქარი მილიონებით?

2747
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა, მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძის გარშემო ატეხილ იმ აჟიოტაჟს ეხმიანება, რაც გიორგი გახარიასთან ფოტოს გადაღებას მოჰყვა:

“მოკლედ, ისევ ლაშა ტალახაძეო… და რა? მთავრობაში ადრე მყოფი პირების დუმილი გამკვირვებია, თუნდაც სპორტულ-პოლიტიკურ პრიზმაში. ლაშას პოლიტიკური გემოვნება ჩემი საქმე არ არის, არც რომელიმე თქვენგანის. მაგრამ
როდესაც ენას იმყრალებთ ის მაინტერესებს ივანიშვილი, გახარია, კვირიკაშვილი, ბახტაძე, ღარიბაშვილი რითი ეხმარებიან და ეხმარებოდნენ ლაშას? შტანგას წევენ მის ნაცვლად, “მსაჯების მოსასყიდ ფულს უხდიან” პირსახოცს უნიავებენ, მასაჟს უკეთებენ, ტრამვებს მკურნალობენ, თუ? ხელისუფლების წარმომადგენელის ვალია ნებისმიერ ჩემპიონს შეხვდეს კიდეც, მადლობაც უთხრას და არსებული სტანდარტების პირობებში დააფასოს.

ვინმეს გაგახსენოთ ვის რას ჩუქნიდით 1 ლარად? ალალი იყოს მათზე. ლაშას არაფერი მოუთხოვნია არასოდეს. თუ ის გაგახსენოთ ახლა მავანთ, ვინ როგორ იგულავეთ ივანიშვილის მიერ თქვენი პარტიული ოჯახებისთვის ნაჩუქარი მილიონებით და მილიონის გარეშე ერთი ადგილიც რომ არ ასწიეთ? ბევრი თქვენგანის პოლიტქორვაჭრობის შედეგი ხომ არ არის ხალხს თქვენი რომ არ სჭერა? ის ადამიანები მაინც ნუ ქილოკობთ რამეზე და ვინმეზე, პლატონს რომ ადრიდით ივანიშვილს. ჰო, გახარია კი არა მთელი მთავრობა უნდა შეხვდეს, ხელი ჩამოართვას და მადლობაც უთხრას! ვალდებულებაა ეს მათი, არა მხოლოდ ლაშას, ყველა ჩემპიონის მიმართ.
ისე, სხვა ჩემპიონები რატომ არ გალანღეთ როგორ მიკვირს?

ვინც არ იცის რა ხდება – გახარია 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენებს შეხვდა. ჰო და ლანძღეს ტალახაძე. ჩათლახები რომ არ იყოთ – ვთქვათ და არ შეხვედროდა ჩემპიონებს, ხომ იტყოდით სპორტი ფეხებზე ჰკიდიათ ამათო.”- წერს გოჩა მირცხულავა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE