ვაჰ, რა უნამუსო ხალხი ხართ, ამ კახა კალაძის ქონებას რომ ითვლით – მანჩო გიორგობიანი

437
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მანჩო გიორგობიანი – სამოქალაქო აქტივისტი


“ვაჰ, რა უნამუსო ხალხი ხართ, ამ კახა კალაძის ქონებას რომ ითვლით, რომელიც სხვათა შორის, უზარმაზარი შრომით მოიპოვა და ის თუ იცით, რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა, სწავლა-განათლება, სახლ-კარის შეძენა და ა.შ სხვა ქველმოქმედება დაუფინანსებია და აფინანსებს საკუთარი ჯიბიდან?!

ეს ყველაფერი რომ არ ეკეთებინა, რაც მისი ქონება გაქვთ ჩამოთვლილი, მინიმუმ სამჯერ მეტი ექნებოდა ნაყიდი! გარდა იმისა, რომ ყველაზე მშრომელი ქალაქისთავია და დიდ ყურადღებას აქცევს უპოვართ… მაქსიმალურად გაზრდილია სოც დახმარებები გაჭირვებულებზე და გარდა სტატუსიანების მომსახურებისა, დაბალქულიანებსაც მაქსიმალურად ეხმარებიან გამგეობები, ზოგადად თბილისში , რამდ ენჯერმეა გაზრდილი დახმარებების ბიუჯეტი, ასეთი ისრაელშიც არ აქვთ, თუ არ გჯერათ შეადარეთ 15 მილიარდიანი ბიუჯეტით საქართველო და 350 მილიარდიანი ბიუჯეტით ისრაელი, რომელს როგორი სოციალ-პოლიტიკა აქვს… რომ დაინახავთ რამდენად უკეთესი გვაქვს, იქნებ მაშინ მაინც შევიდეს თქვენ უტვინო და უვიც თავებში, რომ ამ 7-8 წლის განმავლობაში, მაქსიმუმი გაკეთდა, რომ ყოფა შემსუბუქებოდათ ადამიანებს და ბევრ განვითარებულ და მდიდარ ქვეყანას არ ჩამოუვარდება აქაური სოც-პაკეტები.

ნარმანია-კალაძის მერობების დროს რამდენიმე მუნიციპალური სასადილოც დაემატა ქალაქს. დღეს სულ სამოცია, უბნების მიხედვით გადანაწილებული, უნდათ ადგილზე მიირტმევენ, უნდათ გაიტანენ დღის ულუფას და აღარ არსებობს მომლოდინეთა რიგი, რაც ადრე ათასობით იყო…

საერთოდ , საქართველოში რომ მილიონზე მეტი გაჭირვებულიდან, 300 000 -ით შემცირდა რაოდენობა, პატარა მიღწევა გგონიათ ამ რამდენიმე წელიწადში?!
და კიდევ, ნუ გავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანაში , ავადმყოფობებისგან ცოცხალ-მკვდარი ადამიანები დახვდნენ ოცნებას, რომლებიც ასევე პრიორიტეტულები იყვნენ, რადგან მანამდე არავის უზრუნია მათ ჯანმრთელობაზე.. ერი იყო გადასარჩენი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ამასაც გაართვეს თავი, ურთულეს ქრონიკულ დაავადებებს შეეჭიდა სახელწიფო და გვერდში დაუდგა ხალხს…

არ ვიცი რა , კიდევ რა ნამუსით ლაპარაკობთ კალაძის ქონებაზე, ტიპი 24/7 მუშაობს , რომ საუკუნიის დაგროვილი პრობლემები აღმოფხვრას დედაქალაქში.
ქველმოქმედი კიდევ ყოველთვის იყო, არის და იქნება, უბრალოდ არ უყვარს აფიშირება და მეც მერიდება ნებართვის გარეშე ჩამოთვლა იმ ადამიანების, ვიზეც ვიცი, რომ დაეხმარა და სიტყვაზე მენდეთ, საკმაოდ ბევრი ვიცი….

p.s. “სამტრედიელი მერი”-ო ისე გვიკნინებთ, გეგონება “თფილისელ მერიკოს” 50 მილიონის მოპარვისთვის არ ასამართლებდნენ ამ დღეებში ?! წადით და მაგის “ოჯახებს” დაუთვალეთ , რამდენი და რამდენმილიონიანი ბინა შეიძინეს რუსთაველი-ვაკის მიდამოებში, თუ პარლამენტის უკან და თუ კუს ტბასთან… 50 მილიონიც მოიპარა და 100-ზე მეტიც, თუ ძალიან გაინტერესებთ… მსოფლიო ვარსკვლავ კალაძეზე არანაკლებ რომ ცხოვრობს ცალ-ცალი “ნასკით” მოსული, ბიუჯეტის ყაჩაღი იგულავა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE