პარტია “ევროპული საქართველო” ნაც.მოძრაობის აქციას არ უერთდება

288
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

პარტია “ევროპული საქართველო” ნაც.მოძრაობის მიერ, კვირას დაანონსებულ აქციას არ უერთდება. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მათი პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ამოცანა და მიზანია შესაბამისი პირობების შექმნა, რომ ამომრჩეველმა არჩევნების გზით გამოხატოს საკუთარი ნება, მთ შორის შეცვალოს ხელისუფლება.

“ამისთვის მთავარი კომპონენტია საარჩევნო სისტემის შეცვლა და დაუყოვნებლივი გადასვლა პროპორციულ, ან რეგიონულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რასაც უნდა მოჰყვეს პარლამენტის არჩევნები. ჩვენთვის მიუღებელია ისეთი ტიპის მოწოდება და პოლიტიკური აქტივობა, რომელიც ქვეყანაში იწვევს დესტაბილიზაციას და განსაკუთრებით სამართალდამცველი ორგანოების, პოლიციის და არმიის ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE