ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობა, ნამდვილად გახლავთ საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა – დავით ჩიხელიძე

376
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ჩიხელიძე – “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი


“2020 წელი ახალი დაწყებულია და რომელიმე სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს შეჯამება ნაადრევია, თუმცა თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობა, შეუძლებელია უყურადღებოდ დავტოვოთ.

კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ჯანმრთელობის დაზღვევის განახლებული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოხდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების დაზღვევა, სადაზღვვეო პაკეტი, სამხედრო და სამოქალაქო პირის ოჯახის წევრების დაზღვევასაც ითვალისწინებს.

სადაზღვევო პაკეტი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული და მომსახურების ფართო სპექტრს მოიცავს. მისასალმებელია, რომ მომსახურების დიდი ნაწილი ულიმიტოა და 100% ფინანსდება, რაც იმედისმომცემი სიახლეა. დიახ, ჯარისკაცმა უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს და მისი სახით ძლიერი დასაყრდენი ჰყავს.

საყურადღებოა, რომ თავდაცვის მინისტრი, სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ყველა თანამშრომელი, რიგითი ჯარისკაცი სადაზღვევო მომსახურების თანაბარი პირობებით სარგებლობენ. ეს ნამდვილად გახლავთ საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა.

მისასალმებელია რომ მინისტრი თითოეულ ქმედებით საკუთარ გულწრფელ მიდგომას ჯარისკაცთა მიმართ და მაღალ ადამიანურ თვისებებს გვაჩვენებს.
ორგანიზაცია აქტიურად ადევნებს თვალს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებს და სამინისტროს საქმიანობას მომავალშიც გაუწევს მონიტორინგს, არ მოერიდება არც პოზიტივის და არც ნეგატივის გაშუქებას.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE